sibiLLaთავისუფალი სულის ადამიანი ხარ
არ გიყვარს შეზღუდვები, მაგრამ მორჩილება შეგიძლია რაღაცის ან ვიღაცის გამო - ანუ გააზრებულად და არა ისე რომ ვინმემ დაგიმორჩილოს, შენით აკეთებ ამას
თუ საჭიროდ ჩათვლი თავგანწირვაც შეგიძლია იდეებისთვის ან იდეალებისთვის
არ გიყვარს რუტინული სამუშაო, მაგრამ საჭიროების გამო იძულებული ხარ
მაგრამ ამ შეგუების დროსაც, ძალებს იკრებ ბორკილებისგან გასათავისუფლებლად
ხალისიანი, მხიარული ადამიანი ხარ მეგობრებისთვის, თითქოს ძალიან სუსტი და ნაზი
მაგრამ არის შენში შინაგანი სიძლიერე
სხვების იმედზე ნაკლებად ხარ და თუ რამეს დაისახავ მიზნად იცი რომ თავად უნდა გააკეთო
არ მოგწონს სამყარო რომელიც შენს გარშემოა, თვლი რომ სხვას იმსახურებ - უფრო მეტს, უფრო ნათელს, უფრო დალაგებულს, ნაკლები პრობლემებით და ა.შ.
და იბრძვი შენს სამყაროში მოსახვედრად
მაგრამ ამ ბრძოლაში დახმარებას არავის თხოვ - თუ თავად გამოამჟღავნებენ სურვილს შეიძლება უარი არ უთხრა, მაგრამ შენ არ თხოვ
P.S. რაღაც სისულეები ვწერე ვიცი
უბრალოდ რამდენჯერმე გითხარი ვიტყვი ჩემს აზრსთქო და ...