DrJohnesუყურე,
მე ესეთი რაღაც დამესიზმრა დამდენჯერმე,
მოკლედ ვიღაც ფსიქოლოგის ინტერვიუ

ხოდა ამ ინტერვიუს დროს რაღაც ცოდნას თითქოს
ამჟღავნებს მაგრამ მერე ინტერვიუერი გოგო ეკითხება
ბავშვის დაბადებიდან პირველი 40 წუთი როგორია შეგიძლია აღწეროო?
ეს ტიპი უცბად იბნევა, და იქვე მაღაზიაში გარბის ვითომ რაღაც საქმეზე, ხო მართლა ეს ყველაფერი
ხდება სადღაც შუა ქალაქში ფანტანთან იქვე გარეთ მაგიდასთან სხედან ორივენი, მაღაზიაც იქვეა და ეს კაციც
იმ მაღაზიისკენ გაიქცევა, შევა შიგნით და ვიღაცას ურეკავს, სწორი პასუხის გასაგებად , ამ დროს მე ვგრძნობ რომ ამ ადამიანის ცოდნა
ცოდნა არაა, უბრალოდ ინფორმაციაა, რომელსაც იყენებს იმისთვის, რომ თავისი ფსიქოლოგობა დაგვიმტკიცოს , მე ამ ყველაფერს თითქოს ზევიდან ვაკვირდები... და მესმის გარეთ ქუჩაში მყოფი ხალხის ირონიული განწყობა ამ ტიპის მიმართ, მესმის , როგორ იცინიან , თითქოს მეც ვიცინი და ის ქალიც, ინტერვიუერი, გამარჯვებულია თითქოს , ამ კაცს კი დაბნეულობა იმ დოზით ეტყობა სახეზე რომ მე ვასკვნი : დამარცხდა , საწყალი ! არაფერიც არ სცოდნია , მე უბრალოდ მომეჩვენა ... მოკლედ ეს ტიპი თავიდან გეთილგანწყობას იწვევდა ჩემში იმით რომ ჩკვიანურად ლაპარაკობდა ... ღია ნაცრისფერი კოსტუმი ეცვა, ცოტა მომსუქნო ტიპი იყო და მელოტი .... სიზმარი თვითონ ზედმეტად ფერადი იყო ...
მაგის გარდა ხშირად მესიზმრება მეტროს ჩაბნელებული სადგური ოღონდ ღია სადგურია ძირითადად ელექტროდეპოსავით

და სადღაც მიკარგულ ადგილასაა .... კიდეზე ...
თქვენ რა იცით იმ 40 წუთის შესახებ?
კარგად დაფიქრდით სანამ მიპასუხებთ, სასწორზე მთელი თქვენი "ცოდნა" დევს!!!
This post has been edited by lazy on 27 Jul 2010, 21:26