ამაზე ტომ სოიერი მახსენდება და ზუსტად მისი მსგავსი შეგრძნებები მქონდა ბავშვობაში,
წარმოვიდგენდი როცა გაბაბრაზებდნენ რო მოვკვდი
და როგორ ინაგვლებდნენ ამაზე ჩემი ოჯახის წევრები

იშვიათად ეხლაც მჩვევია რაღაცეების წარმოდგენები, ძალიან შორს მივყავარ ხოლმე ფანტაზიას და
იმდენად რეალურია ეს შეგრძნებები, რომ რავიიცი.
მე რომ დღეს მოვკვდებოდე:
ოჯახს და კიდევ რამდენიმე ადამიანს ძალიან დაწყდება გული და შეეცვლებათ ცხოვრება..
ჩემს მეგობრებს ერთი სანდო და ერთგული ადამიანი აღარ ეყოლებათ..
ვერასდროს ვერ გავიგებ უამრავ კითხვაზე პასუხს..
ვერ ვისიამოვნებ კიდევ დიდხანს იმ საოცარი შეგრძნებებით ახლა, რომ მაქვს ხოლმე..
ვერასდროს გამოვცდი, რას ნიშნავს იყო დედა..
ვეღარ ვაკოცებ ერთ ადამიანს და ვერ ვიქნები მასთან ერთად წვიმაში..
ვერ მივაღწევ იმ მიზნებს რის გამოც ვიბრძვი და რაც თავში მაქვს..
ვერასდროს ავალ მყინვარწვერზე

კარგი ის არის, რომ ვერ მოვესწრები ახლობელი ადამიანების დაკარგვას და ამით გამოწვეული ტკივილის
შეგრძნება არ მექნება...
მგონი არავის გაუხარდება ჩემი სიკვდილი..
იმედი მაქვს ჩემს ყველაზე ახლობლებს დიდხანს ვემახსოვრები..