მე რომ დღეს მოვკვდე?
პირველი რაც აზრად მომდის, ჩემი შვილებია. მეცოდებიან იმ ტკივილისთვის, რისი განცდაც მოუწევთ. მეცოდებიან იმ დროსთვის, როცა მე დავჭირდები და გვერძე არ ვიქნები. იმ მონატრებისთვის, რისი ატანაც მოუწევთ. იმ ნედნიერი წუთების დაკარგვისთვის, რასაც მათთვის ვამზადებ მუდამ...
შვილის დაკარგვის სატანჯველისთვის მეცოდება ჩემი დედიკო და მამიკო. შვილის სიკვდილი...ოღონდ ეგ არა. ჯობია ერთი წამით ადრე გამასწრონ. ამისთვის უფრო არ მეცოდებიან ვიდრე უჩემობისთვის.
მეცოდება ჩემი დადუნაც, მაგრამ ის უფრო აიტანს, დრო და შვილები გადაატანინებენ.
ჩემი თავიც... რამდენი ლამაზი დღე მელის წინ...ჩემი შვილიკოების სიცოცხლით მირებული უდიდესი ბედნიერება დამაკლდება, ვერ ვნახავ პატარა როგორ წავა სკოლაში, როგორ ინერვიულებს პირველ გაკვეთილზე და როგორ ინატრებს დედიკოს, როცა გარეთ კლასელების დედიკოებს დაინახავს. და მერე მტელ მის ცხოვრებას ვერ ვნახავ.
ვერ ვიჭორავებ ჩემი გოგოებთან მათ პირველ სიყვარილზე, პირველ იმედგაცრუებაზე, ვერ ვუბალეშიკებ მისაღებ გამოცდებზე, ვერ ვაკოცებ ქორწილის წინ, ვერ გავუზრდი შვილებს...
სხვები ცოტას იტირებენ, იჭორავებენ და დავავიწყდები... აღდგომის საღამოს იტყვიან ნეტა საფლავზე შეგვევლო ცოტა ხნით მაინცო და მიხვდებიან რომ დრო არ დარჩათ ამისთვის...
ვაიმეეეეეეეეეეე, არ მინდა სიკვდილიიიიიიიი. თუნდაც იმიტომ რომ ზუსტად ვიცი ჯოჯოხეთში მოვხვდები და მეშინიააააა
თან მეორედ მოსვლის დროს ჩემი შვილების გვერდით უნდ ავიყო. სად მცალია სიკვდილისთვის!
მგონი ბოლოს გავუბერე. ფსიქოზი გვაქვს მგონი სულ ყველას

))
* * *
ვაიმეეე, ფსიქოლოგოოო, რამე მჭირს ნეტა? რა დეპრესიული ფოსტი მაქვს. რომ გადავიკითხე ცუდად გავხდი