მე ვეწეოდი რამოდენიმე თვიანი პერიოდებით. მერე როცა არ იყო ხოლმე, ვერ ვეწეოდი. თავის დანებებისას 1-2 თვე ადვილად ვღიზიანდებოდი, ფხიზელი ცხოვრება მაგრად უინტერესოდ მეჩვენებოდა. დაძინებით მშვენივრად ვიძინებდი, მადაც მქონდა და კოშმარებიც არ მესიზმრებოდა. მაისში 1 წელი შემისრულდება რაც არ მომიწევია. რომ იყოს, მოვწევდი.
როდესაც ვეწეოდი, ცუდი არაფერი შემინიშნავს ჩემი თავისათვის. ყოველთვის მხოლოდ გვიან საღამოს ვეწეოდი. სამსახურში არაფხიზელ მდგომარეობაში არასოდეს მივსულვარ. მუშაობის პროდუქტიულობაში ხელი არ შეუშლია. პირიქით. საეჭვო სიმპტომები იყო ცოტაოდენი პარანოია

, და მოკლე ვადიანი მეხსიერების ოდნავი დაქვეითება.
ამის სანაცვლოდ კი ძალზედ მრავალფეროვანი და საინტერესო ცხოვრება, ემპათიის მომატებული გრძნობა (ფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის დროსაც), ფსიქიური სტრესის არ არსებობა. საკუთარი თავისგან განთავისუფლება. გაკეთილება (არც ისე ვარ ბოროტი, მაგრამ...). გემოს აღქმის გაუმჯობესება. მუსიკის აღქმის გაუმჯობესება. ადამიანთა უკეთ გაგება (ხშირად იმ შემთხვევებშიც, როდესაც თავად არ იცოდნენ, რომ ქვეცნობიერად რას ფიქრობდნენ და რას გულისხმობდნენ).
რაც მთავარია, რეალობის სწორი აღქმა! იმ სიზმრიდან გამოფხიზლება, რომელიც ბევრისთვის სამწუხაროდ ერთად-ერთი ცხოვრება/რეალობაა.დარწმუნებული ვარ, რომ ის დრო, რაც მე არაფხიზელ მდგომარეობაში გავატარე, ყოველთვის კარგად და ტკბილად მომაგონდება.