ექსპრომტად...."იცით რა ყოფილა ყველაზე მეტად შვებისმომგვრელი და ყველაზე ადამიანური შეგრძნება ამქვეყნად?
გეტყვით...
ხდება ხოლმე, როცა დგახარ ტალახში მორიგი გარდაუვალად ჩაფლობის ფაქტის წინაში... გარდაუვალი იმიტომ, რომ სურვილს უნდა ასე, სხეულს უნდა და კიდევ რაღაც უაზრო ფსევდო-პრინციპებს, რომლებიც სადღაც 3 თვეში აღარც კი გემახსოვრება....
ამ სურვილის საპირისპოროდ კი დგას ის, რასაც ადამიანები გულის სიღრმეს ვეძახით, ან სულის შორეულ კუნჭულს, ან რაიმე მსგავსს_ რაც სიშორესა და სიღრმესთან იქნება დაკავშირებული (ის რაც ყელაზე მეტად ფასობს და გვჭირდება რატომღაც ყოველთვის შორსაა, მაშინაც კი როცა ის ჩვენშია)... ეს შორეული მოსვენებას არ გაძლევს, გჩხვლეტს შიგნიდან და ნებას არ გრთავს, რომ მისი მეუფება ვინმე სხვას, მაგალითად სხეულს გადაულოცო.
თუ სადღაც ცოტაოდენი მოთმინება და ნათელი გონება შემოგრჩება და ამათ გონიერად გამოიყენებ, მაშინ მტკივნეული ბრძოლის დასასრულს ხვდები, რომ კი არ დანებდი, გაიმარჯვე... აანალიზებ შესაძლო მოსახდენს და უკვე მომხდარს და გრძნობ რომ კმაყოფილი ხარ, მეტიც _ დამშვიდებული, ან უფრო მეტიც და _ ბედნიერი...
აი ამ გრძნობაზე მაქვს საუბარი.
ყველაფრის გაცნობიერების შემდეგ კი რაიმე მარტივ და ადამიანურ რიტუალს ატარებ, მაგალითად _ აივანზე გადიხარ, რაიმე შორ წერტილს მიაშტერდები და ძალიან ღმრმად და ნელა ჩაისუნთქავ სუფთა ჰაერს... ან აბაზანაში შეხვალ, ცივ წყალს მოუშვებ და სახეზე შეისხამ (როგორც ფილმებშია ხოლმე)....
ანაც უბრალოდ გაიღიმებ და გეამება იმის გაფიქრება, რომ დღეს შენი თავი ოდნავ უკეთ გაიცანი."

როგორც იტყვიან, გამგები გაიგებს...
to be continued...