მეც მქონია ეგ ფიქრები.

სხვა თუ ფიქრობდა ასე ( გაგებული კი მქონდა), მაგრამ მეგონა რაღაც ერთ მომენტში.
ახლა სიმართლეს ფორუმზე კი ვხედავ, ( რომ საერთოდაც შეიძლება ასე ფიქრობდეს ვინმე) მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ამას და მწარე სიმართლეს არავინ იტყვის ( პირში არავინ გეტყვის).
ახლა ერთს გეტყვი მაქიდან გამოსავალს, დაანებე თავი მაგაზე ფიქრს აზრი არ აქვს ( უკვე არსებობ და ვარსებობთ ), ისე როგორც უაზრობა, რომ სიკვდილის გეშინოდეს, ( მაინც მოვკვდებით), თავს ვერ მოიკლავ, ( ცოდვათა შორის ყველაზე დიდ ცოდვაში, ჩადგავ თავს და ვერც ვერავინ შეგინდობს, სხვა ყველა ცოდვებისგან განსხვავებით).
მასე თუ გააგრძელებ, ყველას ან შეეცოდები ( უფრო ეს) ან შენი შეეშინდება.
ამიტომ,
შეეცადე შენი თავი შეიყვარო და სხვაც შეგიყვარებს.
თავისთავად თუ შენ არ გეყვარება შენი თავი, ვერც სხვა შეგიყვარებს ხო ?
ახლა ყველაზე მთავარი, რას ნიშნავს შეეცადე შეიყვარო შენი თავი და შეაყვარო სხვასაც.
დაიწყე იქიდან, რომ ბევრი რამ, შეცდომა რაც მოგვდის ცხოვრებაში და ადამინებთან ურთიერთობაში, დაიკიდე, ( მთავარია შეგნებულად არ ჩადიოდე შეცდომას, თუ არა უნებური ჯანდაბას, მაგრამ ასეთი შეცდომაც უნდა გაასწორო და მეორეჯერ არ გაიმეორო). სვხვა ყველა და მეც მათ შორის შეცდომებით ცხოვრობს, მაგრამ ვინც კარგად იტყულება ანუ კარგად მალავს ამას, ნაკლები შეცდომიანი ჩანს და ეგაა.
მოკლედ დაიკიდე შეცდომები ( მიზეზი გითხარ რატომ) შეეცადე დატკბე ცხოვრებით, შეეჩვევი ( შენ თავს ) და შეგიყვარდება, ( შენი თავი), შეიძლება მხარზე დაირტყა ხელი კმაყოფილებისგან, ჰო ახლა ზედმეტი არ მოგვიდეს და ყოყოჩობაში და მეტიჩრობაში არ გადახვიდე.

( ოქროს შუალედი უნდა დაიკავო რა).
ოღონდ იცოდე თუ სულ სიმართლეს ილაპარაკებ და როცა საჭიროა და შეგიძლია არ დამალავ შეცდომებს ან ( რომ იცი სხვას რა ესიამოვნება, შეცდომა იქნება თუ მწარე სიმართლე, პირში მიახლი და თუნდაც არ შეეფერებოდეს და არ შეაქებ) არაფერი გამოგივა.

თუ არ მეთანხმებით უკეთესი გზა გვასწავლეთ მაშინ, ( ფორუმელების გსაგონად ვამბობ). აუჰ რამდენი ფილოსოფია დამიწერია, თუ ტყუილად არა მაშინ არ დავეძებ ...
This post has been edited by Kakha55555 on 9 Sep 2010, 00:59
როდესაც ინტერნეტი გამეთიშა, სახლში აღმოვაჩინე ცოლი, ტელევიზორი და კიდევ ბევრი უცნაური ნივთი ! @ david_888
უმადური ერი, პუტინის მონებოოოოო @ miriani111
ძლიერი ნაცების დაჩოქება კი არაა ვაჟკაცობა არამედ, სუსტი ხალხის წამოყენება, ბატონო ბიბი. @ Kakha55555