Walter Schellenberg ალბათ თავიდანვე არ უნდა ააგო კოშკები რომ "ის ის არის".. ანუ თუ ასეა რომ პირველ ეტაპზე შედიხარ ღრმად .. ამას ვგულიხმობ..
გარეგნობაზე რატომ არ უნდა გაამახვილო ყურადღება, ეგეც ხომ ერთ ერთი კომპონენტია?.. ვის როგორიც მოსწონს რატომ არ უნდა იყოს მასთან? უბრალოდ მხოლოდ გარეგნული მხარით ნუ გადაწყვეტ რომ ვსო - შენ ის იპოვე.. ეცადე გაეცნო მის ბუნებასაც.. შენ ალბათ ვიდრე მის შინაგანს გაეცნობი, უკვე იწყებ ისეთ ურთიერთობას .. სერიოზულს ანუ და როცა შემდეგ ეცნობი - ხდება "შოკირება".. "სად ვარ ".. მიმიხვდი ალბათ..
ჩემი რჩევაც ესაა.. მოგეწონა ადამიანი? გაეცანი კიდეც და წინ ნუ გაუსწრებ მოვლენას .. თავისთავად მიჰყევი შეცნობის პროცესს.. თორემ საერთოდ ალბათ გამორიცხულია რომ ვინმე აბსოლიტურად აკმაყოფილებდეს ადამიანის გემოვნებას, სრულიად მარტივი ლოგიკით - ყოველთვის და ყველაფერში საკუთარი თავიც არ მოსწონს.. ( ამაზე ერთი ნათქვამი გამახსენდა.. მოხუცი ამბობს.. მთელი ცხოვრება ვეძებდი ჩემთვის იდეალურ ადამიანს .. და როგორც იქნა ვიპოვე კიდეც.. - რა კარგია, თქვენ ალბათ შეუღლდით კიდეც !- არა, ისიც თავის იდეალს ეძებდა )))) (თითქოს გადაწურულია ყველაფერი.. მაგრამ, ეს უფრო იუმორში გადაწყვეტილი დიალოგია, უფრო სხვა დატვირთვა აქვს, რომ დაფიქრდე.. დაფიქრდე ორი ადამიანის ურთიერთობებზე, რომელიც ორმხრივად უნდა მიმდინარეობდეს და მიხვდე რომ ცალი მხარის ბეჭზე არ გადადიოდეს ყველაფერი.. რაღაცეებს შენ შეეგუები, მიიღებ, რაღაცეებს ის.. გააჩნია რაზე გიწევს კომპრომისი.. სიტუაციურად რამდენად მისარებია..
არ ინერვიულო მაგ ფაქტზე, კარგია რომ მხოლოდ ერთი მხარე არ გაინტერესებს და სულიერ კავშირსაც ეძებ.. ანუ ზედაპირული ადამიანი არ ყოფილხარ.. იმედგაცრუებებიც ხდება ხოლმე, ამის გამოც ძალიან ნუ დაითრგუნები, პირიქით მეტად დაკვირვებული იყავი მომავალში, გამოცდილება შეიძინე .. ურთიერთობა ისწავლე.. ამას მართლაც სჭირდება ცოდნა