don_achooარ გიცნობდე მაინც

მიუშვით ვნებები თავიანთ ნებაზე
ჩაიცვან ალერსის გარყვნილი ჯავშანი
და მკერდზე ამბორის ცხელ მიკარებაზე
სირცხვილით დაეწვათ გოგოებს თავშალი.
მიეცით სიყვარულს სიგიჟის უფლება,
პერანგის მკლავები დაგრძელდეს ფერებით,
დაუწყეთ კეფასთან სულს გასაუბრება
ჩურჩულზე დაბალი, მთრთოლვარე ბგერებით.
დაბანეთ ერთმანეთს წყვილებმა ტანები,
ჟინმოწყურებული ამბორის ამალით.
აავსეთ ფრაზები ,სულ გამოცანებით,
უაზრო თემებით, აღგზნების დამალვით.
დაწექით იმდენად პატარა ლოგინზე,
გინდა თუ არ გინდა სატრფოზე გეძინოს.
საყვარელს უთხარით ”მე ეხლა რომ გიმზერ,
რატომღაც მინდა, რომ მეჩხუბო,მეწყინოს”.
იმდენად თამამად შეეხეთ ქალის მკერდს,
შეკრთეს და მოუნდე,დააწყდეს ნერვები,
ხალხმრავალ ადგილას,ალერსი გარისკეთ,
რომ ვნებას არასდროს დაუცხროთ ღელვები.
იფიქრეტ,ცოტაა სადი და ბოკაჩო
იმ ვნების კოცონთან, რომელსაც თქვენ აჩენთ.
შერწყმას თუ მოგინდა,ალერსი მოქაჩო,
ხუმრობით ბავშვურად, ნაწნავი მოქაჩე.
შეხსენით გოგოებს სირცხვილის თავშალი,
მიუშვით ვნებეი თავიანთ ნებაზე,
გახდით სიყვარულის შეშლილი მარშალი,
საყვარელს ჩურჩულით აკოცეთ კეფაზე
This post has been edited by cryzn on 22 Sep 2010, 01:43