miramax ხოდაა.. ბათუმში წელს რომ ვიყავი.. ახლანდელი ამბავია..
მანამდე ცოტა შორიდან მოვუვლი და .. ხომ გსმენია რომ ადამიანები გადაურჩენიათ ხოლმე მფარველ ანგელოზს, დაძახებით .. ანუ რცა რაღაც უნდა მოხდეს ცუდი, ადამიანებს ესმით ხოლმე რომ მათ სახელს ეძახიან.. ადრე მსმენია ხოლმე ამის შესახებ.. 'ჩერეზ" "ჩერეზ" მონაყოლიც მომისმენია.. თუ რაზე მაქვს საუბარი, ახლავე მოგახსენებ : მაგალითად როგორ გადარჩა ერთი ადამიანი მეხის დაცემას.. როცა ხის ქვეშ იყდა და ძახილი მოესმა, იმ ადგილს მოშორდა და მეხიც დაეცა ხეს..
ხომ არის რომ რაღაც ინფორმაცია იცი მაგრამ არა შენამდე გაცნობიერებულ დონეზე.. ანუ სათანადოდ და რეალურად ვერ აღიქვამ ხოლმე.. მეც ეგრე, უბრალოდ ვიცოდი მონაყოლი.. ვიდრე თავად არ გამოვცადე
მოკლედ მოვდივარ პლიაჟიდან .. ადრე გამოვედი, ჩემები იქ დავტოვე ზღვაზე .. მე სახლისკენ.. ხოდა ლიანდაგები უნდა გადამეკვეთა.. მესმის ჩემი სახელი.. თან ჰგავს იმ ბავშვისას , რომელიც გვახლდა.. ( ნუ სხვისი ხმა რომ ყოფილიყო ყურადღებას არ მივაქცევდი ისე გავაგრძელებდი გზას, ვიფიქრებდი სხვას ეძახიანთქო) მაგრამ ამას მივაქციე ყურადღება.. ნუ მივაქციე ერთია , მაინც განვაგრძობდი გზას, იმიტომ რომ უკან აღარ მვბრუნდებოდი იმხელა მანძილზე.. ხოდა მანძილი სწორედ იმიტომ ვახსენე რომ სწორედ ეგ იყო მიზეზი რატომ გავჩერდი.. ანუ მეუცნაურა, როგრო შეიძლებოდა ასე გამეგო მისი ხმა, როცა იცოდა წამოვედი, ტელეფონები ყველას გვქონდა და იქიდან ძახილს არ დაიწყებდა .. თან ეს ხმაც რაღაცნაირი იყო რა.. აი მისი მაგრამ თითქოს ჰაერში გაჩნდა .. მოკლედ , გავჩერდი , და ვუსმენ როგრო დამიძახა რამდენჯერმე.. მერე მოვრტიალდი, წამოვედი და ჰოპ! წინ რაღაც მოძრავმა არ ჩაიქროლა ლიანდაგზე? ანუ მატარებელი არ იყო , უხმოდ გაისრიალა სწრაფად.. აი ხო არიან რაღაცეები ( არ ვიცი რა ქვია მაგათ ) .. ხოდა მივხვდი რომ იმ ხმას რომ არ გავეჩერებინე, ისე ჩაფიქრებული მოვდიოდი ........
არის სიუაციები, და ხანდახან უჩვეულოდ და აუხსნელიც, როცა ადამიანი ითიშება და ხდება უბედური შემთხვევის ეპიცენტრში, თითქოს რაღაც ძალა თიშავს და აგდებს.. მაგრამ ისიც ხდება რომ სხვა ძალა ამ ადამიანს გადაარჩენს ხოლმე.. ჩემს შემთხვევაში ორივე იყო, რაღაცამ მომწყვიტა და რაღაცამ გამომაფხიზლა.. ვოტ

აღარ წავიკითხავ რა დავწერე და როგრო, მომინდა მომეყოლა..
ისე კი, ბევრჯელ გადავრჩენილვარ სიკვდილს.. თვალებში ჩამიხედავს ფაქტიურად
cryzn 24 წლის ვარ.. დარჩი
Kessso გისნა სხვა ამბავი მოგიყვე? აი რამე მკითხე რაც გაინტერესებს და მოგიყვები