გადავხედე პოსტებს.
ზოგს როგრო უყვარს რცევა-დარიგებები და მორალისტობა.
ალბათ ბევრს არც ყავს შვილი და ბიძაშვილის მაგალითებიდან გამომდინარე მსჯელობს.
ყველაზე მტკივნეული მშობლისთვის ისაა, როცა მას სდებენ ბრალს იმაში, რომ შვილს აქვს რაღაც პრობლემები.
მაგრამ ესეა. რაც უფრო მეტი მშობელი იფიქრებს ამას, მით უფრო კარგი პროდუქტი გამოუვა აღზრდისას.
vigaca23ბავშვის ფსიქოლოგი ვარ, გამოცდილება მაქვს მათთან მუშაობის და ბოლოს და ბოლოს შვილიც მყავს.
დასჯა მოსულა აღზრდისას. ოღონდ ის დასჯა არა მათრახით რომ ხდება ხოლმე და როგორც გაიგო აქ ზოგმა

კუთხეში დაყენებაც შეიძლება. ოღონდ სულ ცოტა ხანი. რამდენი წლისაცაა ბავშვი, იმდენი წუთი უნდა იდგეს იქ. ამაზე მეტს ვეღარ აღიქვამს უკვე, ავიწყდება რაშია საქმე და კუთხის ეფექტის ქრება.
მაგრამ აუცილებელია ყოველი მისი ქცევა განიმარტოს და შეფასდეს (ქცევა და არა მისი პიროვნება: "ცუდად მოიქეცი", და არა "ცუდი ბიჭი ხარ"!). ძალიან ძნელია 2 წლის ასაკში ბავშვი შევიდეს სხვის მდგომარეობაში და გაითვალისწინოს ის, რომ ბებია დაიღალა, ან საშიში გზაა, ან რომ რაღაც რატომღაც არ შეიძლება, ის საერთოდ ვერ ხვდება რას ნიშინავს კაცი და კაცური ქცევა, რატომ არ უნდა იტიროს, როცა ცრემლები ავტომატურად მოყვება ნებისმიერ უარყოფით ემოციას. როგორმე ხო უნდა გამოხატოს. იყვიროს, იგინოს თუ ჭურჭელი ამტვრიოს? შენ როცა ბრაზდები, ხომ გამოხატავ ამას? იმან რა ქნას? როგორ უნდა აკონტროლოს თავისი ემოციები და გრძნობები, როცა ამას ფიზიოლოგიურად ვერ ახერხებს (ცენტრალურ ნერვულ სისტემაში აგზნების მექანიზმები ჭარბობს შეკავებისას).
მოკლედ, ნუ ნერვიულობ. ის რაც შენ აქ დაწერე არაა არანაირი დარღვევის სიმპტომი (როგორც უკვე შეგაშინეს აქ), უბრალოდ რაღაც გეპარებათ აღზრდაში.
და ჯერ ვერ მივხვდი კარგად რეებია ეს.
ნიშვნელობა აქვს თქვენი ოჯახის ცხოვრების რეჟიმს, რამდენ დროს ატარებთ მშობლები პატარასთან, და როგორ ატარებთ ამ დროს. როგორ ექცევით ზოგადად როცა ის კარგად იქცევა და როცა ცუდად. ძაან ბევრი დეტალია.
ამიტომ თუ გინდა დეტალურად დაწერე უფრო და გაიხსენე რამდენიმე მაგალითი ყოველდღიურობიდან. შეგიძლია PM-შიც მომწერო