Aninიმიტომ რომ არავის მოვწონვარ
ხალხს ვერაფრით ვიზიდავ
მიზეზი არ აქვთ რომ ჩემთან გაჩერდნენ
მათი ძალით შენარჩუნების მცდელობის დროს კი კიდევ უფრო მარტო აღმოვჩნდები ხოლმე
კომუნიკაციის უნარი რომ მქონდეს, ხომ შეიძლება რომ მოვწონებოდი ადამიანებს...
ვერ ველაპარაკები ადამიანებს...
ათას რამეზე ვფიქრობ და ეს მკეტავს
მაგალითს მოვიყვან
ვარჯიშებზე დავდივარ სრულიად იძულებით, ძაან საჭიროა და ამიტომ მხოლოდ...
საათი და თხუთმეტი წუთი მიწევს ერთ ადამიანთან ტრენერთან დროის გატარება
ვარჯიში და მასაჟი
ოთხჯერ თუ ხუთჯერ ვიყავი უკვე... ანუ 5 საათი მქონდა დრო რომ ეს ერთი კითხვა დამესვა
და დავიტანჯე უკვე... ინტერესით... მაინტერესებს რა არის ის ზოდიაქოთი და ვერ ვეკითხები... თვითონ სიჩუმის დარღვევის მიზნით მისვამს ხოლმე კითხვებს... მაგრამ მე ვერ ვეკითხები თუნდაც ელემენტარულს, როდის აქვს დაბ. დღე.........
ნახვამდისაც ვერ ვეუბნები...
მხოლოდ მაშინ ვლაპარაკობ თუ რამეს მეკითხება, მაგრამ უმეტესობა ისეთი კითხვებია რომ მხოლოდ არვიცის თუ ვუპასუხებ და არვიცი უნდა დაგარქვაო
აი ეს უბრალოდ ჩემი მაგალითია ერთ ადამიანთან ურთიერთობის
მაგრამ ყველასთან ასე ვარ
ეს ნათელი მაგალითია უბრალოდ და იმიტომ მოვიყვანე
აქ ასე გამწარებული რომ ვწერ რატომ არ მეზარება და რეალობაში რატომ ვერ ვამბობ თუნდაც ერთ დასაწვავ ფრაზაზ "როდის გაქვს დაბადების დღე?"
ერთი წინადადებაა და მისი არ თქმისთვის გონებაში ასიათასზე მეტი მიზეზი მექნება
ყოველთვის ასეთი ვიყავი და ვერ ვიცვლები

არ ვიცი რა ვქნა
ვიტანჯები მარტოობისგან
არავისთვის არასდროს არაფერი ამდაგვარი არ მიკითხავს მაგალითად "როდის გაქვს დაბადების დღე?"
გამბედაობა არ მაქვს ამისთვის