ეს არის ვირტუალური, მაგრამ ძალიან რეალური სამყარო.. ხანდახან რეალურზე მეტადაც კი..
კუნძული ტოპოსი :
"სულ უფრო მეტად მიყვარდება ჰერალდი... ვგრძნობ რომ მასაც..ხანდახან ვფიქრობ, ჰერალდი რომ ადამიანი ყოფილიყო, ხომ აღარ იქნებოდა ასეთი კარგი? მე რომ ადამიანი ვარ, ხომ არ მოვახდენ მასზე ცუდ გავლენას? ვგრძნობ რომ იცვლება... ამ დილით, ოკეანის ნაპირზე მზის ამოსვლას სიმღერით შეეგება... პირით აღმოსავლელით დიდხანს იჯდა და ... მე კი , შორიდან მომზირალი, ფიქრებს ვაყოლებდი... რა ტკბილად მღერის, რომ იცოდეთ..
იქნებ მე ვარ ჰერალდი? ამ კუნძულზე ხომ ფიქრები და შინაგანი ემოციები რეალობად იქცევა.. მაშინ, რაოდენ პარადოქსულია ის რომ, აქ , ამ ველურ ადგილზე, ჰერალდი ადამიანურ თვისებებს იძენს... ხანდახან იქ ვპოულობთ, სადაც არ ველით... იქნებ მეც აქ ვიპოვე ის, რაც ცივილიზაციაში ვერა... იქ ხომ უსასრულო ლიანდაგებია.. იქ ხომ ..მე მომიწევს შეველიო ჰერალდს და დავუბრუნდე ცივილიზაციას, მაგრამ ის ჩემს გულში და გონებაში განსხეულდება ისევ... და , შეიცვლება?მე აქ დავტოვებ მის სხეულს... სხეული ხომ მატერიაა, რაც ჩვენს აღქმას ავსებს..შეგრძნებას გვჩუქნის.. იქ არ მექნება ბედნიერება ასე თამამად გამოვყო ჰერალდი... ალბათ 'დაიჩაგრება', ჩემი 'მე' ისევ გადაფარავს..მაგრამ, იქნებ ის მართლაც აქაურია... მაშინ როგორღა წავიყვანო ჩემთა ერთად? მისი სამშობლო აქაა.. მმმმმთუ არ მინდა რომ ჰერალდი დავკარგო, ორივე შემთხვევაში აქ უნდა დავრჩე... დიდი დილემაა... ჰერალდი გრძნობს ამას.. მაგრამ ის ჩემზე 'მაღალსულიერია' , არ მთხოვს არაფერს.. არჩევანის უფლებას მაძლევს..
ჰერალდმა მთხოვა, დახატე შენი თავი და მაჩუქე, სადაც არ უნდა ვიყო.. სულ თან მექნება და დავხედავ, რომ მომენატრებიო..მე თხოვნა შევუსრულე და დავხატე...ახლა ჰერალდი უბით დაატარებს საკუთარ სურათს "
http://www.youtube.com/watch?v=EIOFmhMJEy0