გმადლობთ, რაინდო, ვეცდებით

))
kato_stropa
ეს ისე, მირჩევნია თქვენ წაიკითხოთ ვიდრე სხვაგან დავდო უპატრონოდ
გვირილა
ვუყვარვარ-
მზის სხივმა გაშალა კალთა და ზედ გადამიგორა,
სველია სინათლის ალერსი..
დედაჩემს სადაფის ქაფი სდის ძუძუდან და
მჭიდროდ მიკონებს,
ტაატით შევყავარ ხვალეში..
არ ვუყვარვარ-
ნისლებია ბილიკებზე წებოსავით დანაგლესი,
სახლში გათავებაზეა წინაპრების მარაქა,
გამომიკრეს კარგადყოფნის უტყუარი განაწესი,
მომიხურეს გასაფრენი დარაბა..
ვუყვარვარ-
დავხუჭე თვალები. შუბლი მაქვს მცხუნვარე,
თვალს უკან კრთებიან უცხო მხრის პეპლები,
და მოდის სიზმარი!.. და არის სიზმარი!
და მიჯნურს-სააქაოს, სიზმრებით ვეყრები!..
არ ვუყვარვარ-
მარტო მივდევ ციცინათელებს.
მრავალძარღვა ხელისგულში ნაღველს ვახველებ,
ვინღა არი ამ დახშული სულის მნახველი?..
მარტო მივდევ ციცინათელებს.
ვუყვარვარ
და კაცი მქვია, მთებში ვწევარ მე.
ბალახს ქარი მიშრიალებს, არას ვნატრობ მეტს..
ჩემთვის თოვს და ჩემთვის იშლის განთიადი თმებს..
ასე როგორ დამავიწყდა, მე რომ ვიყავ მე!..
არ ვუყვარვარ..
ჩემს ნაბარ ყანაში სხვისი ზღვა მოვიდა.
ჩემს ნატირალ გობში სხვა პური ამოვიდა.
ჩემს ნაცქერალ ცაში სხვა ჩიტი აფრინდა.
ჩემს გულში უწვეთოდ გაწვიმდა.
მიყვარხარ..
მიყვარხარ..
მიყვარხარ..
This post has been edited by Barklai on 31 Oct 2010, 20:54