audrey-girlგიყვარს ოდრი ტატუ

თავდაჯერებული ადამიანი ხარ - იცი რა გინდა და როგორ მოითხოვო.
ძირითადად საკუთარ თავზე დაყრდნობით ცდილობ გეგმების განხორციელებას - ნდობა ნაკლები გაქვს ადამიანების მიმართ.
არ ხარ გულუბრყვილო ბავშვი - ჩამოყალიბებული ადამიანი.
არ გიყვარს თხოვნა-ხვეწნა. სიტყვას აფასებ (განსაკუთრებით საკუთარს) და უაზროდ არ გაფლანგავ.
ამიტომ ან ერთხელ იტყვი და გაიგებენ, ან აღარ იმეორებ და სხვა გზით მიდიხარ მიზნისკენ.
გიყვარს ფიქრი, საკუთარ თავში ჩღრმავება და ყველა დეტალს განსაკუთრებული ინტერესით სწავლობ.
არ მიეკუთვნები ადამიანებს ვისაც პირადი ცხოვრება გამოფენილი აქვს და საჯაროდ ლაპარაკობს მასზე.
ხვდები რას ნიშნავს ინტიმურობა და გაქვს ბარიერები, რომლის იქითაც - ახლო მეგობრებიც კი ვერ დაგისვამენ კითხვას.
დეპრესიის შემოტევები გაქვს მცირე დოზით, მაგრამ ამაზე არ წუწუნებ და შეგიძლია შენითვე მოხვიდე ფორმაში.
არ გიყვარს როცა სუსტს გხედავენ.
მაგრამ გაქვს ქალური ნაზი მხარე და ხანდახან უბრალოდ გჭირდება ვიღაც შენზე ძლიერი იყოს და მხარში დაგიდგეს.
უკვე ბევრი იცი - თითქოს რამდენჯერმე გაგიცრუეს იმედები. ადვილად არავის ენდობი დასანამ ადამიანს "შენიანს" და "მეგობარს" უწოდებ - მკაცრ გამოცდას გადის.
შეიძლება ადამიანი შეაფასო რაიმე ერთი სიტყვიდან, საქციელიდან გამომდინარე და მასზე რაღაც შთაბეჭდილება შეგექმნას.
სხვებში აფასებ გონებას, ორიგინალობას ... და ცდილობ შენს გარშემო საზოგადოების საუკეთესო ნაწილი შემოიკრიბო. არ ვგულისხმობ "ფეშენ" და ცნობად სახეებს.
შენ შენი კრიტერიუმები გაქვს ამ "საუკეთესოობის".