ArxeoptericSძალიან თავისებური ხარ, ერთი შეხედვით მხიარული კონტაქტური და უშუალო მეორეს მხრივ რადიკალურად განსხვავებული.
ბევრი ნაცნობი გყავს მაგრამ ცოტა მეგობარი. გიყვარს ხალხთან ურთიერთობა, მაგრამ ყოველთვის ვერ იცლი საკუთარი თავისთვის.
მსუბუქი მელანქოლიკი ხარ. ურთიერთობაში ძალიან დადებითი და ბუნებრივი.
qavtaraვცდი და თუ რამე გამომივა შემიფასე

ცხოვრებაზე ხელჩაქნეული და პესიმისტი არ ხარ, საქმეს ხელს კიდებ მაშინ როცა ის საქმე გსიამოვნებს. ადამიანების შეფასებაში კრიტიკოსი ხარ, საკუთარ თავსაც კრიტიკულად აფასებ. არამგონია ვინმეს ზეგავლენის ქვეშ ადვილად ექცეოდე უფრო პირიქით იქნება

ძალიან ცოტასთან ხარ მეგობრული, ბევრი ლაპარაკიც არ გიყვარს საკუთარ თავზე. ურთიერთობაში გახსნილი ხარ იმ დონემდე სადამდეც ეს შენ გაწყობს. გიყვარს მარტო ყოფნა მაგრამ სშირად არ გიწევს მარტოობა, გიყვარს ფიქრი მაგრამ ბევრი დრო არ გრჩება ფიქრისთვის. ხშირად არა მაგრამ იგრუზები და შენი ხასიათიც საკმაოდ მელანქოლიურია

ნუ...
* * *
KAPATEJIbმხიარული და ცოტა ცინიკოსიც იქნები ცხოვრებაში, გიყვარს ხმაურიან საზოგადოებაში ყოფნა და ბევრი ღადაობა, გართობის მოყვარული ხარ მაგრამ ბეჯითიც მგონიხარ. არ ხარ უტვინო რომელსაც არ ესმის გარშემომყოფების. დღეს დღევანდელი დღით ცხოვრობ ხვალ ხვალინდელით იცხოვრებ და არ იტვირთავ თავს ზედმეტი პრობლემებით რა იქნება 10 წლის მერე. გაღელვებს ახლობლები და მეგობრები თუ იცი რომ იმათ რაღაც უჭირთ.
ყველა სამეგობრო წრეს თავისებურად ერგები, ერთი სახით არ დადიხარ, მრავალფეროვანი ხარ და ეს მოგწონს შენში.
TAMTAgirlამაყი და დეპრესიული ხარ, ხშრად გიწევს შენ თავთან მარტო დარჩენა და ფიქრი. საზოგადოებაში უზომოდ მხიარული და თავისუფალი ხარ, არ კომპლექსდები და არ იკეტები საკუთარ თავში, გახსნილი და მეგობრული ხარ. ადვილად გწყინს მაგრამ გულში არ იდებ.
თუ რამე გაწუხებს ეს წუხილი მარტო შენ იცი და იშვიათად თუ ვინმეს გაანდობ.