ისეთი განცდაა, თითქოს სხეულიდან გამოდიან გრძნობები აღქმად ფორმაში და შენს წინ უყალიბდებათ სხეული..
განცდაა, რომ თითქოს სხეულზე ნოტიო ბადედ შემოგსალტვია მელოდია და ტვინში აღწევს მუსიკის ხმამაღალი გუგუნი..
რომ თითქოს ნათითურებად მომყვება შენი სუნთქვა და წყვეტილად ფეთქავს თვალებს მიღმა..
უსასრულობაში გაწელილ ბგერებზე ჩატეხილი საფეხურები მაკრთობს და ნათმენი ვნებისგან უტიფრად მემღვრევა შეგრძნებები..
განცდა ისეთი, თითქოს ხორხთან ყოვნდება ყველა სურვილი და ნეტარებაგაბრუებული თანდათან გახრჩობს.. სცდები სხეულს, შორდები, როგორც უხეიროდ გადაღებული ასლი და იმეორებ საკუთარი სულის მოხაზულობებს..
რომ აქ ვიყავით ჩვენ და ოდესღაც ისე ავიდღვიბეთ რეალობასა და უტოპიას შორის, რომ მას მერე ვეღარაფრით ვბრუნდებით საკუთარ თავებში.
და ასე გამომყევი შეცდომით, ჩემი თავის მაგივრად შენ გატარებ სხეულით..
მე კი შენი სხეულის კუთხეში ვდგავარ, მეშინია არ მომიკვდე ძიებაში და ამიტომაც შიგნიდან გასუნთქავ სიცოცხლეს..
განცდა ისეთი, რომ მხოლოდ შენს ტუჩებს გავანდობ..