გაზაფხულის სურნელი მოვიდა,
წვიმის,
სადღაც შორს ჩიტების ხმაც ისმის,
დილის გრილი ჰაერი სხეულზე მეხება,
ჩემს გვერდით არის, აქვე სულ ახლოს,
ჩემს ფიქრებში...
წევს და მიყურებს,
ისევ მიღვიძებს სურვილს,
აღძრავს ჩემში საშინელ წყურვილს,
ვგრძნობ მის თითებს ჩემს ტუჩებზე,
ვერაფერს ვხედავ მაგრამ ყველაფერს უფრო მეტად ვგრძნობ...
მხურვალე კოცნას ყელში, ჩურჩულს ყურის ძირში,
გაყინულ ხელებს მკერდზე, თეძოებზე...
სუნთქვა სხეულზე მეკვრის, გაზაფხულია და მე ისევ მცივა,
ჯერ ისევ ცივა, საბნის ქვეშ შიშვლები ვწევართ,
ჯერაც არ ვიცი რატომ მიყვარს ასე ძალიან მისი სხეულის სუნი,
სიშიშვლე, ორივეს რომ ასე გვაგიჟებს.
მინდა ჩემთვის დაწეროს,
მხოლოდ ერთხელ დაწეროს,
მთელი ცხოვრებისთვის მეყოფოდა თუნდაც ერთი სიტყვა,
მხოლოდ ერთი სიტყვა.
მეღვიძება და ისევ აქვეა, ჩემთან...
ვიცი რომ დაწერს და დაველოდები
This post has been edited by popusha on 5 Jul 2013, 11:10
მიმაგრებული სურათი