https://scontent-sof1-1.xx.fbcdn.net/v/t31....9fb&oe=59299F5Cსვანეთში მივდივარ,მთებში და...
მიყვარხარ,
ვინ იცის,რარიგად...
ეგების მწვერვალზე დავმშვიდდე,
ბარში რომ ვშვფოთავდი ღარიბად.
გამორბის მდინარე ბღავილით,
ნაპირებს ცრემლი მოვწმინდე.
ფერდობზე წერწეტა ყვავილი
მაგონებს შენს თავს და მოვწყვიტე.
იმ ხევში მკივანა შურთხია.
მომწყინდა ბილიკზე წანწალი.
მე შენზე ოცნებას ვუფრთხი და
გულს მაინც ედება ხანძარი.
სვანეთში,მთებშიაც დამმშვილდე
მიყვარხარ,ვინ იცის რარიგად...
ეგების ლატფარზე დავმშვიდდე,
ბარში,რომ ვშფოთავდი ღარიბად.
მაფიქრებს ღრუბელი მღელვარი.
მივდივარ,გზა მხვდება ახალი.
სვანეთში ბევრია მწვერვალი
და შენ ხარ ყველაზე მაღალი...
This post has been edited by MmSs on 18 Mar 2017, 13:51