ნატოშაკი ეგ იგულისხმება, როგორც სახეობის, ასევე ინდივიდის..
მას შემდეგ რაც მოდის სიცოცხლე, იგი ( ამ შემთხვევაში ადამიანი) მიმართულია იმისაკენ რომ იცოცხლოს , ეს კი ნიშნავს იმას რომ > თვითგადარჩენისკენ
დავუშვათ ჩვენ გონიერი არსებები ვართ, ვაზროვნებთ და ა.შ. მაგრამ ცხოველებს , ფრინველებსა და მცენარეებსაც ხომ ეს უდევთ გენურ კოდში..
თუმცა არსებობს მოსაზრება რომ ადამიანი მიმართულია სიკვდილისაკენ , ( ერთ ერთი ფსიქო სკოლის მიმართულება ) მაგრამ ასევე მოსაზრებით ადამიანი მიმართულია სიცოცხლისაკენ ( თუმცა კი სიკვდილი გარდაუვალია) თაობათა ცვლაც ამაზე მეტყველებს, სხვანაირად უკვე სიცოცხლეს აღარ იარსებებდა , არც განვითარება იქნებოდა.. იმისთვის კეთდება ეს ყველაფერი ( ცივილიზაცია და ბლა ბლა ბლა) რომ ადამიანმა გაიუმჯობესოს ამ ქვეყნიური ყოფა, და ეს უკვე ვრცელდება ინდივიდიდან სახეობაზე.. "თუ ვერ მოვესწრები მე- მოესწრება შვილი, შვილიშვილი მაინც"

არადა სიკვდილი გარდაუვალია.. აი სწორედ აქ იწყება ჩემი სხვაგვარი ხედვა უკვე სამყაროსადმი.. და იწყება ფილოსოფიური შეხედულება - ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაო ..
ცხოვრება იმ ქვეყნიურ სამყაროში - რელიგია- აი მექანიზმი, რომელიც აშოშმინებს ადამიანის მოაზროვნე გონებას