ძალიან საინტერესო ტესტია, ბევრი რამ დაემთხვა.
ეს ტესტიც მომწონს ძალიან.
კიდევ ერთი ტესტი ვიპოვე ამ საიტზე ოღონდ ფასიანი,
"სიყვარულის ამბავი" ქვია.
საქმე იმაშია რომ სმსით მიღებულ კოდს ვერ ვწერ იმ გრაფაში, არ იწერება, არა და პასუხი მაინტერესებს.
იქნებ აქ გაგვერჩია ეგ ტესტი? საინტერესოა.
ესე იგი მე ასე დავალგე პერსონაჟების პასუხისმგებლობა ეკას სიკვდილში.
1. პირველი დამნაშავე თავად ეკაა,
მესმის და ვიცი რომ სიყვარლის გამო ყველაფერზე წახვალ ადამიანი,
მაგრამ ვფიქრობ რაც არ უნდა მოხდეს საკუთარ ღირსებას არ უნდა გადააბიჯო, რადგან უღირსი აღარც შენს შეყვარებუყლს აღარ დასჭირდები არაფერში.
ეკამ კი ღირსება დაივიწყა და ამიტომაც დაემართა ეს ყველაფერი.
2. მეორე დამნაშავე არის დიტო. რაც არ უნდა მომხდარიყო საყვარელ ადამიანს ასე ცუდად არ უნდა მოქცეოდა.
მითუმეტეს მაშინ როცა თვითონ არაფერი გააკეთა მეორე ნაპირზე გადასასვლელად.
3. მესამე დამნაშავედ ვთვლი პეტრეს, მენავეს. ადამიანი ცოტა რომანტიკოსი უნდა იყო რა, ასეთი ისტორიის მერე უნდა გადაეყვანა უფასოდ,
ან მაინდამაინც ტანსაცმლის გახდა არ უნდა მოეთხოვა, რამე სხვა მოეფიქრა. მოკლედ მესამე რიგში ეგ არის დამნაშავე.
4. მეოთხე დამნაშავე არის სანდრო,
სანდროს საქციელი ზოგადად დიდი დანაშაულია, უბრალოდ აქ მეოთხე ადგილზე იმიტომ ვაყენებ რომ ვთვლი ეკას სიკვდილი წინა სამს უფრო ეკისრება ვიდრე მას.
ანუ ღორისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს. ანუ მისგან მოსალოდნელი იყო ასეთი საქციელი.
ამიტომ მას არ ვთვლი გადამწყვეტ დამნაშავედ ამ საქმეში.
5. მეხუთე დამნაშავე არის ვახტანგი.
6. აი ნოდარს საერთოდ არ ვთვლი დამნაშავედ. მისი ფული იყო და არ მისცა, იქნებ თვითონაც სჭირდებოდა რამეში?!
პასუხი მაინტერესებს რა?! ტყუილა გადავყარე ლარი?