...გვეყო ბუზღუნი და წუწუნი!...აქ სუფთა ჰაერზე, ღრუბლებთან ახლოს, ჟანგბად-ვენტილირებული გონებით, რა დროს ეს მოსაწყენი თემებია...გონების იმპოტენციაო, კასტრირებული ჭკუაო,
მიკიბულ-მოკიბული გრძნობებიო და ა.შ....ქვედა სართულებზე და სხვა კაბინეტებში ამის მეტს რას იპოვით, აქ მოდით უფრო ჟიზნენი პრობლემებზე ვისაუბროთ:
მაგ. დავაარსოთ საგანი -
აბსურდოპედია და გავაფართოვოთ და გავშალოთ მისი ლექსიკონი მაგ.:
1) ძროხა - უძველესი ბიომექანიკური რობოტი, შექმნილი 2 განზომილებიანი უცხოპლანეტელი ცივილიზაციის მიერ....................ავტორი: ძროხა ტერეზას ბებია
2)პარტიზანობა - ტყეში შეკრების რუსულ-ხალხური ტრადიცია..........ავტორი: შამილ ბასაევი
3)სექსუალური ორიენტაცია - სექსის დროს პარტნიორების ორიენტაცია ლოგინის სივრცე-დროში....ავტორი: ევკლიდე ჯალაღონია
4)როგორ გავარჩიოთ სომეხი ბრბოში - აცალეთ და ამას თვითონ იზამს.........."ერიკ ფრომოიანი სომხების შესახებ"
5)ქართველი - თუ გააჩინე კიდეც არჩინე
6)მენეჯერი - ბიომექანიზმი, რომელმაც მხოლოდ ის იცის ვისი და რისი ჯერია
7)ფანჩატური - ბუნებრივი მწვანე ნარგავების გაფანჩვრა, ანუ ადამიანური გათმიანების მოდელირება ბუნებაში!
8)მე - სუბიექტი, რომელიც როცა არ გაწყობს, არის ყოველთვის - ის!
9)"ეს რა ყავაა" - როცა ყავას სვამ და ყავის ფული არ გინდა გადაიხადო
10)მიყვარხარ - აეგ რა შუაშია?!
11)ოქროს შუალედი - შეღებული კარები, საიდანაც ყოველთვის შეგიძლია თავის დაძვრენა!
12)აიფონი - ტელეფონი, რომლის ფონზეც მისი პატრონი ხშირად იდიოტად გამოიყურება.
13)ჩაქუჩი - ხელის გაგრძელება, რომლითაც ასე ხშირად გინდება მიეფერო გარკვეული ტიპის და ჯიშის ადამიანებს!
14)დუსტი - ატრიბუტი, რომელსაც ჟანგბადივით საჭიროებს ადამიანთა გარკვეული კატეგორია...
15)უაუ - ურაააა.....რაა?!.......ა,.... ხო მართლა...ურააა!
16)თებრო - გოგია უიშვილის პატარა გოგო, რომელიც ბოლოს ყელგამოღადრული ეგდო ტახტზე!
..................................................................................
და ა.შ.....თუ სურვილი გაქვთ თქვენც შეიტანეთ წვლილი აბსურდოპედიაში.... ვიკიპედიის ჯინაზე!!!
* * *
გავდივარ თემიდან და აბა თქვენ იცით!
This post has been edited by Stalker2005 on 7 Dec 2010, 11:25