
მე აქ ვარ.
............................
გატრუნულ...
* * *
* * *
წინ!... უფრო სწრაფად წამზე წინ...
ჩემს წინ კედლიდან საათი მიყურებს... მე ვუსმენ მას და ვცდილობ ავუწყო ჩემი გულისცემა, ხან კი მისი ხმა "მოვირგო ჩემად". ასეა მუდამ... მინდა წამში ზუსტად ერთხელ ვგრძნობდე მხოლოდ ერთ დარტყმას. არ გამომდის... პირველი ხშირად ჩამორჩება ძგერას, მეორე - უსწრებს წიკწიკს. მაგრამ ეს ჩემი გული გრძნობს ასე, აბა საათს ვკითხოთ, იქნებ ის სულაც პირიქით ფიქრობს... ჰოდა აჯობებს, თუკი ჩავთვლით, რომ დრო მიდის ისე, როგორც ედროვება, გული კი ისე - როგორც ეგულება. ორივე განაგრძობს არსებობას სამყაროში თავისი სვლით: ერთ სივრცეში, ერთ ოთახში, ერთმანეთის პირისპირ, ერთად და მაინც სულაც არაა სავალდებულო მოქმედებდნენ ისინი ყოველთვის სინქრონულად, ემსგავსონ ერთიმეორეს. ეს ძალიან უინტერესო იქნებოდა...
მე ხშირად მერევა თვლა, როცა საკუთარ მაჯაზე თითებით ვცდილობ პულსის "დაჭერას" თხუთმეტი წამის ინტერვალში, თუმცაღა ახლა ისეთ განწყობაზე ვარ, შემიძლია კიდეც უშეცდომოდ დავითვალო იქამდე, ვიდრე მესამე ჯერზე მესამოცედ გავიგებ საათის ისრების გადაადგილების ხმას და უფრო მეტადაც. მერე? მერე ავდგე და სრულ აბსურდში გადავეშვა.
მაგრამ... მე ვიცი, რომ მე შეუცვლელი ვარ სივრცეში, ვითარებაში, დროში და საქმეში, რომელიც ჩემი გასაკეთებელია...
მაგრამ... მე ვიცი, რომ არსებობს "ნიღაბთა" კატეგორია, ვინც ჩემი პასუხისმგებლობის გრძნობით საკუთარი არაჯასნაღი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად იმანიპულირებს...
მაგრამ... მე ისიც ვიცი, რომ თამაშის წესებს "თავები" ადგენენ, "ნიღბები" კი თამაშობენ მხოლოდ...
და ბოლოს, მაგრამ... ფეხზე მკიდია ეს ყველაფერი, ეს ჩემთვის უკვე დიდი ხნის წინ გავლილი გზაა...
მაგრამ... რიგში უამრავი ასეთი "მაგრამ" დგას, რომელიც ჯერ კიდევ დასაძლევია ჩემგან...
აი, ასეა ეს ამბავი!...
This post has been edited by TAMTAgirl on 31 Jan 2011, 03:48
ომი მშვიდობაა! თავისუფლება მონობაა! უმეცრება ძალაა! ©ჯ. ორუელი
Волки могут становиться пастухами, если успеют понять, или если не станут собаками. Собаки - нет. Овцы... Удел овец - страдать. ©сказка
Я буду молчаливой галлюцинацией. ©Булгаков, "Мастер и Маргарита"