ბგერის მნიშვნელობა ვედურ სწავლებაში
I ნაწილი
სიტყვა ‘ვედა’ სანსკრიტულია და ნიშნავს ცოდნას. ძველად მთელ დედამიწაზე არსებობდა ვედური ცივილიზაცია და სანსკრიტი იყო ძირითადი ენა (არსებობდა სანკრიტის 84 დიალექტი). ახლა ბევრი ერი იჩემებს რომ ვედები მათია, ინდოელები, სლავიანები, (გერმანელებიც იჩემებდნენ) და კიდევ ბევრი, მაგრამ სინამდვილეში ვედები არავისი არაა. ეს არის მარადიული ცოდნა, რომელიც ყოველთვის არსებობდა და იარსებებს, მაგრამ ხან მეტისთვის იქნება მისაწვდომი, ხან ნაკლებისთვის. სხვათა შორის რუსული და განსაკუთრებით უკრაინული ენა ძალიან გავს სანსკრიტს. სიტყვა ‘вера’ სინამდვილეში იშიფრება როგორც ‘веденые ра’. ‘ра’ კი აღნიშნავს სინათლეს, როგორც მზის, ასევე ღვთაებრივს. სინათლე და ცოდნა კი ერთი და იგივეა არსით (გა-ნათლება).
ვედური ცივილიზაციის და ვედური ცოდნის ნაშთები და ნაწილები მცირედ თუ მეტად ყველა ერშია შემორჩენილი, იმიტომ რომ როგორც უკვე ავღნიშნე ძალიან ძველად დედამიწაზე არსებობდა ერთი მთლიანი ცივილიზაცია ერთი ენით და წარმოიდგინეთ ერთი მეფითაც კი…ვედები ჩაიწერა პალმის ფოთლებზე, რადგან ასეთი სახით ნაწერი მრავალი ათასი წელი ინახება. არსებობს ადგილი ჰიმალაებში (ბადარიკაშრამა) სადაც ინახება მრავალი ასეთი ტექსტი. ასევე მრავალი ტექსტი ინახება ინდოეთში. ყველა ეს ტექსტი დაახლოებით 5000 წლის წინ, დვაპარა იუგის დასასრულისა და კალი იუგის დასაწყისის ზღვარზე ჩაწერილ იქნა დიდი ბრძენის ‘ვიასადევას’ მიერ. ის ცხოვრობდა განგასა და იამუნას გადაკვეთის ადგილას (თანამედროვე ინდოეთის ტერიტორია). მან გაყო ვედები ოთხ ნაწილად: რიგ ვედა, სამა ვედა, იაჯურ ვედა და ადჰარვა ვედა. თვითოეული ამ ვედისთვის გამოიყო თითო მოსწავლე, რომლებსაც უნდა გაევრცელებინათ ეს ვედები ცივილიზირებულ ხალხში. უფრო კონკრეტულად: ბრაჰმანებში (ე.წ. ინტელექტუალები) და ქშატრიებში (მმართველები, ‘პოლიტიკოსები’ მხედართმთავრები და მეომრები) (ზედა ორი კასტა). რიგ ვედა ნიშნავს რიტუალებს. იგი ვედა ყველაზე დიდია ვედებიდან და მოიცავს 10522 ლექსს (მანტრას). შედგება 3 თავისგან, რომლებსაც ეწოდება მანდალები. აქ არის ისეთი ნახევარღმერთების დიდება და საგალობლები, როგორებიც არიან ინდრა (ბერძნულ მითოლოგიაში ზევსად ცნობილი), აგნი – ცეცხლის სტიქიის განმგებელი ნახევარღმერთი (სხვათა შორის კერპი, რომელსაც ერქვა ‘აგონა’ მესხებსაც ყავდათ), სურიას (მზეს)…
რიგ ვედას მეათედი ნაწილი მაგიური შელოცვებია. ეს ცოდნა გადაეცემოდათ მხოლოდ ბრაჰმანებს (მაღალი მორალით).სამა ვედა მოიცავს ლოცვებს და ჰიმნებს სხვადასხვა ცერემონიებისთვის. იგი ყველაზე მცირე მოცულობისაა ვედებიდან და შედგება 1549 ლექსისგან. იაჯურ ვედა (იაჯურ ნიშნავს მსხვერპლშეწირვას. არ იგულისხმება ცოცხალი ორგანიზმების შეწირვა. ძირითადად სწირავდნენ ცეცხლს, კოცონში ასხამდნენ ერბოს, რომელიც როგორც ვედებში წერია ყველაზე სუფთა ცეცხლს წარმოშობს (იგივე პრინციპი რაც სანთლის დანთება ჩვენს ტრადიციაში)). იაჯურვედა არის სახელმძღვანელო მღვდელმსახურებისთვის.ადჰარვა ვედა (ადჰარვა ნიშნავს მღდელმსახურს) შედგება 6000 ლექსისგან. აქ არის რჩევები და წესები მანტრების წარმოთქმისათვის, რათა მივიღოთ მისტიკური ეფექტი. (ვედურ ცივილიზაციაში ცეცხლს მანტრით, ანუ ბგერითი ვიბრაციით ანთებდნენ და არა ასანთით ან მითუმეტეს კვეს-აბედით ). ეს არის ძალიან საიდუმლო მანტრები, რომელთა ნაწილს განხორციელებისთვის სჭირდებოდა გულწრფელობა, ნაწილს კი ზედმიწევნითი ტექნიკა. როცა ადამიანი მატერიალური მონაპოვრისთვის იღწვის, საჭიროა ტექნიკა, ხოლო როცა სულიერიო სფეროებისკენ ისწრაფვის უფრო მნიშვნელოვანია გულწრფელობა და გულის სიწმინდე. მანტრებითვე ხდებოდა სხვადასხვა დაავადებებისგან განკურნებაც. ანუ ბგერა იყო მათი მთავარი ინსტრუმენტი და იარაღი. ადჰარვა ვედაში იყო ასევე საბრძოლო მანტრებიც. დაცვისთვისაც (კავაჩები) და თავდასხმისთვისაც.
ვედებში მოცემულია ისეთი ცოდნაც, რაც თანამედროვე მეცნიერებას თავისი მიღწევა და მონაპოვარი ჰგონია. მაგალითად რიგ ვედაში არის აღწერილი პროთეზირების ტექნიკისა. ანუ ამა თუ იმ ორგანოს ჩანაცვლებისა. (მაგალითად შეეძლოთ სრულიად დაზიანებული თვალის ახლით ჩანაცვლებაც კი). მაჰაბჰარატაში აღწერილია ქრომოსომების რაოდენობა. ვედებშია აღწერილი ხელოვნური განაყოფიერების ტექნიკაც. აღწერილია მიკროორგანიზმების თვისებები. ძილის ფიზიოლოგია (სიზმარხილვის ტექნიკა). სინათლის სიჩქარე (რიგ ვედა), სატურნის უკან მდგომი პლანეტები (აღწერილია მაჰაბჰარატაში). კოსმიური მოგზაურობები. გრავიტაციის ძალა და გრავიტაციული ველების სახესხვაობები (აღწერილია პრაშნა უპანიშადში). ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სინათლის თვისებები. მაჰაბჰარატაში აღწერილია ატომური იარაღის 96 სახეობა. სანსკრიტულად ეწოდება “ბრაჰმასტრა” (დჰანურ ვედა (საბრძოლო ხელოვნებები რომლებსაც დიდი გულმოდგინებით ეძებდა ჰიტლერი ჰიმალაებში მაგრამ რა თქმა უნდა ვერ მიაგნო)). ბრაჰმასტრა ძალიან განსხვავდება თანამედროვე ატომური იარაღისგან. იმის მიხედვით, თუ რა მანტრას იტყოდა მებრძოლი, ამორჩევით შეეძლო დაეზიანებინა კონკრეტული ჯარი ან კონკრეტულად ერთი ადამიანი. უფრო მეტიც რაღაც ტერიტორიაზე შეეძლო მხოლოდ მამაკაცთა სქესი მოესპო და ქალები დაეტოვებინა (მებრძოლისთვის ქალის მოკვლა დიდი დანაშაული იყო, და ბრძოლებიც ბრძოლის ველზე ხდებოდა და არა ქალაქებში ან სოფლებში). რიგვედაში და რამაიანაში აღწერილია საფრენი აპარატები (ვიმანიკა შასტრა). ვედებში წერია რჩევები და რეკომენდაციები არა მარტო სულიერი, არამედ მატერიალური განვითარებისთვისაც. აქ შეხვდებით ყველანაირ ტექნიკას ხელოვნებიდან დაწყებული მედიცინით (აიურვედა) დამთავრებული. კამა სუტრაც ვედების ნაწილია და ‘ხორციელი’ სიყვარულის ხელოვნებას შეეხება, მაგრამ რატომღაც თარგმნეს მხოლოდ ის, რომელიც ყველაზე ‘პორნოგრაფიულია’, ხოლო კამა სუტრის უფრო მეტი ნაწილი, რომელიც აღწერს ნატიფ ინტიმურ საიდუმლოებებს (ფსიქოლოგიურს და ესთეტიკურს) არ უთარგმნიათ.რიგვედის ნაწილია უპავედა, რომელშიც შედის აიურვედა (ვედური მედიცინა). აიურვედაც 3 ნაწილადაა დაყოფილი. მკურნალობა ადამიანებისა, რომლებიც იმყოფებიან უმეცრების მოდუსში, ვნების მოდუსში და სათნოების მოდუსში. (იმის მიხედვით თუ როგორი ნებისყოფა და როგორი გონება აქვს ავადმყოფს). სათნოების გუნაში მყოფ ადამიანებს სთავაზობდნენ სუნთქვით ვარჯიშებს, დიეტებს და ა.შ. ვნების მოდუსში მცენარეულ წამლებს და ა.შ.იაჯურვედას ერთ-ერთი უპავედაა დჰიანურ ვედა, სადაც აღწერუილია ბრძოლის და სახელმწიფოს მართვის წესები და კანონები.
ვედების წყობაში არის სხვა კლასიფიკაციაც (რომლებიც განისაზღვრება ლექსების ფუნქციებით): სამჰიტები, ბრაჰმანები, არანიაკები და უპანიშადები.სამჰიტები – მოცემული ვედის (მაგალითად რიგ ვედის) ყველა ლექსის კრებული. მათი ფუნქციაა, რომ ისინი შეისწავლონ მოსწავლეებმა.ბრაჰმანები – გადმოცემენ ისტორიას და საიდუმლო ეზოთერულ მნიშვნელობას ამა თუ იმ მანტრის ან მსხვერპლშეწირვისა. არანიაკები – ვედების ფარული მიზანი (ფარული ძალა მოცემული მსხვერპლშეწირვებისა). არანიაკები შეისწავლებოდა საიდუმლოდ ტყეში, მხოლოდ განდობილ მოსწავლეებზე. ანუ ეს ეხება იმ მანტრებს, რომლებიც საიდუმლოა და მხოლოდ მორალურად მაღალგანვითარებულ ადამიანებს ესწავლებოდათ. უპანიშადები – მანტრების და რიტუალების ფილოსოფიური ცოდნა. არსებობს ასევე ტექსტი, სადაც მოცემულია მოკლე ცოდნა ყველა უპანიშადზე (ანუ ყველა ფილოსოფიური ცოდნის ნაღები) და ეს ცოდნა მიუწვდომელია იმ ადამიანისთვის, ვინც მხოლოდ ტექნიკურ და მატერიალურ მხარეს ეძებს ვედებში (ეს მიუწვდომლობა თავისთავად ხდება და არა განზრახ). ასეთია ბჰაგავად-გიტა, რომელსაც ვედების მარგალიტს ეძახიან და მისი გაგება მხოლოდ მაღალი ინტელექტის და მორალის ადამიანებს შეუძლიათ.
This post has been edited by Катеньки on 23 Dec 2020, 16:00
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.