
ყველაზე რთული შეკითხვა, რომელსაც ადამიანები უსვამენ საკუთარ თავს ინტერნეტში შესვლის წინ, შემდეგია-ვინ უნდა ვიყო მე დღეს? ინტერნეტში ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე კარგად დოკუმენტირებული ასპექტია ის, რომ ადამიანები თავისთვის ახალ იდენტობას იგონებენ. როდესაც ადამიანი ჩეთის ოთახში შედის, მან შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ურჩევნია კაცი იყოს და არა-ქალი, შავკანიანი და არა-თეთრი, 40 წლის და არა 18-ის, ან წარმატებული აღმასრულებელი სტრუქტურის მუშაკი და არა-კოლეჯის მეორეკურსელი სტუდენტი. მრავალი ადამიანის ცხოვრებაში ინტერნეტს ნათლად შემოაქვს შესაძლებელი მე-ების კონცეფცია. მოდით, ყურადღება გავამახვილოთ ამ ინტერნეტის მე-ების ზოგიერთ დადებით შედეგზე.
მრავალი ადამიანი თვლის, რომ 'რეალურ' ცხოვრებაში საკმაოდ შეზღუდულია თვითგამოხატვაში: განმეორებადი ინტერაქციები ოჯახთან, მეგობრებთან, უფროსებთან და თანამშრომლებთან მოითხოვს მისგან კონსისტენტური იყოს, რაც შეიძლება არ შეესაბამებოდეს იმ პიროვნებას, რომელიც მას სურს, რომ იყოს. ადამიანებისათვის საკმაოდ ძნელია ახალ სფეროებში გადასვლა, მათი ყოველდღიური სოციალური კონტექსტის ზეწოლის გათვალისწინებით. ინტერნეტი ასუსტებს ამ სოციალურ კონტექსტს. ადამიანებს შეუძლიათ ინტერნეტის ანონიმურობის გამოყენება, რათა გამოხატონ ახალი ინტერესები ან გამოიკვლიონ ახალი იდეები იმ შიშის გარეშე, რომელიც რეალური სამყაროსათვის დამახასიათებელი შედეგებით არის გამოწვეული. რადიკალური ცვლილებების გარეშე ადამიანს შეუძლია, გამოცადოს შესაძლებელი მე-ები, რომლებიც შესაძლოა ახლოს იყოს მის იდეალურ მე-სთან. მეტიც, ინტერნეტის ანონიმურობა შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს, უფრო მეტი გამოამჟღავნონ საკუთარი მე-ს შესახებ, ვიდრე ისინი სხვა პირობებში მოისურვებდნენ. ინტერნეტი ასეთი გამომჟღავნების ფართო შესაძლებლობებს გვთავაზობს. ადამიანებს შეუძლიათ იპოვნონ სპეციალიზებული ჩეთის ოთახები ან ჯგუფები, რომლებიც ღიად მართავენ ფორუმებს, სადაც თავისუფლადაა შესაძლებელი საკუთარი თავის ნებისმიერად წარმოჩენა და სოციალური მხარდაჭერის მიღებაც.
მკვლევრებმა ფაქტობრივად დაადასტურეს ის, რომ ადამიანების უნარს, გამოხატონ საკუთარი თავის ფარული ასპექტები, შეუძლია გამოიწვიოს თვითმიმღებლობის გაზრდა.
რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული საშიშროებებიც. ანონიმურობამ შეიძლება ადამიანები საკუთარი ცხოვრების ისეთ ფრაგმენტაციამდე მიიყვანოს, რომელიც დისადაპტაციის ქცევას გამოიწვევს. რომ ზოგი მკვლევარი მორცხვობის პრევალენტობის ზრდას ინტერნეტის ხელმისაწვდომობას მიაწერს და მაინც, იმედია ადამიანების უმეტესობა სარგებელს ნახავს იმ შესაძლებლობებისგან, რომლებსაც, გაზვიადების გარეშე, იძლევა ინტერნეტი თვითგამოკვლევის თვალსაზრისით.
* * *
მეღადავებით?

2მეტრიანი პოსტი დავწერე, ვიწვალე, თან თემას ეხმიანებოდა და რატომ წაშალეთ?