_ რა გჭირს დე?
_ რატო
_ სულ სუსტად რატომ ხარ დე
- არ ვიცი...
- ამოიგდე ეს სიტყვა, მითხარი. რატომ ხარ სუსტად
- მშია

- კიდევ?
- ისა, დავირალე.
- ამოიგდე ეს სიტყვა. რატომ ხარ ცუდად? მითხარი.
_ მცივა..
- ჩაიცვი
- მაინც მცივა რაღაც
- კიდევ?
- მარტო ვარ...
- არც ისე
- უაზროდ ვარ
- კიდევ?
- სამსახურზე ვდარდობ
- კიდევ?
- მოსაწყენია რომ არავის ვხვდები
- კიდევ?
- მოსაწყენია, აბა რა! არავის, სულ არავის! თითქმის
- არათითქმის?
- სანდროს..
-

. კიდევ?
- რავი... მომწყინდა ამდენ უაზრო ადამაინებს რომ ვუყურებ და ვხედავ
- მოგწყინდა?
- არა, პირიქთ, ვმშვიდდები
- მრე?
- და მოსაწყენია ცოტა
- მშვიდად ხარ?
- კი, თითქოს
- ცუდად რატომ ხარ?
- აუ ალბათ ისევ ნევროზი მაქვს
- რატომ?
_ უღონოდ ვარ
- მერე?
- და მცივა, და აზრებს თავს ვერ ვუყრი, თითქოს წყალში დატივტივებენ და ვიჭერ

D
- რატომ?
- იმიტომ რომ სახლი დიდია! და ცივა! და ცარიელია! და ამიტომ ცივა, და ეს მაბრაზებს!
- ჰაჰა, ის რომ არ დარჩა

- წავალ, დავალაგებ... ხალიჩებია, მომწონს, სიმშვიდე მოაქვს. ალბათ ძალიან უაზროდ და უშIნაარსოდ და უსაქმოდ ვარ და ეს არის მიზეზი. ვიღაცამ მითხრა - დონ აჩომ? - ბევრი თავისუფალი დროა შენი პრობლემა. აჰმ. რა შეურაცხყოფილი დავრჩი

ასე მარტივი დიაგნოზით. ისე კი ვიფიქრე რომ მართალივითაც იყო. ჰოდა გამიხარდა რომ დამეხმარა.
- დაგეგმავ დღეს?
- კი, თუ არ დამავიწყდა...
- კიდევ?
- და მეშინია რომ ძალა არ მეყოფა საქმეები ბოლომდე მივიყვანო.. იგივე სიმპტომები მაქვს

- ძალის შეგრძნება არ მაქვს, ღამე მეღვიძება, უაზროდსავით სასტიკად მეძინება... თუმცა უფრო ენერგიულად და თანმიმდევრული ვარ.
-დაგეგმე, ჰე
_ ეხლა ავდგები, დავალაგებ ზალას, ამ ოთახს, ჩემს ოთახს, გავრეცხავ სარეცხს მანქანაში, მოვამზადებ საჭმელს, მოვამზადებ მიმართვას, ჩავხედავ სიას, წავისვამ მანიკურს, თბილად ჩავიცვამ.


პ.ს. ძაან რომ მეძინება რა ვქნა?
- დაიძინე