დილით 11-ზე ავდექი. მამა შემოვიდა. შუადღეა.
ტირილით გავსკდი.. რატომ დასჩემდა წნევები? 220. რაღაც არარეალურ აზრად მიტრიალებდა თავში, თან ძილის წინ საზიზღარ, საშინელებათა ვითომსაყვარელ ფილმს ვუყურე. ყველაფერს რომ გაგიშხამავს, ეგეთი. მაგის რეჟისორის.. გამთენიისას ნერვიული კანკალითაც კი გამეღვიძა. მოკლული პატარა ბავშვი მიტრიალებდა თავში და თან მთელი დიალოგები დამიმახსოვრებია ზეპირად. ;დ
კლავიატურა საშინელია. იმის .. ვინც დამიწერა მოხერხებულიაო. ნამდვილი ჯართი. სად გადავაგო?
რა მეშველება მამის გარეშე?
მერე .. რეალობას თვალებში შევეჯახე და ჰო მეთქი, არჯანდაბას შენი თავი.. მერე მივხვდი რომ ისევ ვაპროტესტებდი.
რა უნდა ქნა როცა სადღაც ყოფნა არ გინდა და იძულებული/ვალდებული/რეალური ხარ? . ალბათ ისევ სიჩუმე. დუმილი ოქროა.
ესეც შენ. ოქროს მთელი საბადო :დ არტილერია. ჩუმად. არც სმაილები. არც კონტაქტები. შენთვის, მოკლედ.
ორდის გამივლის ესდედა(გინება) დეპრესია?
ვაჰ. არ (გინება)?
ეფერე, ელოლიავე, ნახატები აფერადე. შენს თავს ეკაჩავე... მომწყინდა რა. (გინება). მკიდია.
წავალ ეხლა და სულ, სულ საქმიანი ვიქნები... ინტერნეტიდანაც გამოვძვრები. დღეს 8 ოქტომბერია. ფბ ს ვბლოკავ. იქითა ორშაბათამდე. იქითის იქითა ანუ.
ეუფ. მინდა ამდენი?
მინდა.
?
აბა?
მინდა. კარგად რომ დავივიწყო.
გიო მენატრება.
წარმოგიდგენია, როგორ შეიძლება გააბედნიერო ადამიანი ორი დაწკაპუნებით? ლოლ.
ეჰ.
სალომე.
რა გქვია ნამდვილი სახელი?
.. ნამდვილ სახელს არაუშავს, მაგრამ მეც და შენც ხომ ვიცით, რომ ის, რასაც გეძახიან, გეზიზღება.
რატომ გეზიზღება?
რატომ?
მითხარი, პორ კე... ეს.. არც ისე სასაცილოა სალომეა...
მეზიზღება..
იმიტომ რომ კლასელები დამცინოდნენ.
და ეგ ემზიზღება.
ჩემი მეგობარიც.
და ეგ.
არც ისე არ მეცვა როგორც მინდოდა, და ეგ.
მეზიზღება. ის სუსტი ...... რომელიც ასეთი იყო.
აჯარჯული (ასეთია ასოციაცია), კეთილი, სულ მომცინარი (იდიოტივით), მსუქანი (ასეთია ასოციაცია, +5 კილო), და ყველაზე ბანძი და საწყალი (ასეთია ასოციაცია).
მეზიზღება. და მორჩა.
მეზიზღება.
ოღონდ უფრო ნაკლებად, ვიდრე 10 წლის წინ. რატომღაც ისევ დავირქვი და აღარ მინდა გადავირქვა.
ჰმ.
სალომეა სალომისტა.
ნუ წუწუნებ ბაო... ცხოვრება რეალურია...
რა მეშველება მამას გარეშე?
მა, არა.
ჯერ არა.
თორემ მეწყინება და გაგიბრაზდები.
არ არის ეგრე.
მე მეჩვენება რომ არასაკმარისად უყვარხარ დედას (აბრაზებ და შეგიძულა), და ჩემს ძმას (ტვინს უღუნავ და ყელში ამოუვიდა).
მე მიყვარხარ. მაინც. ასეთი მოჩხუბარიც კი. ჩემს თავს მაგონებ. არ ვიცი რა კეთილი და საწყალი გული გაქვს?
არ ვიცი?! როგორ არ ვიცი. დედა და ჩემი ძმა კი ჩემთანაც სულ ასე იყუვნენ. არ ესმოდათ. ქვები.
არსებობენ ადამიანები, ვისაც სხვა ფერები აქვთ შუქნიშანზე. (თაკო)
. და ჩემი მწვანე რომ ყვირის?
...
მკიდიხართ... ასეთი ამაყი ეგოისტები.
თუმცა ცუდი ტიპები არც თქვენ ხართ იასნა.
უბრალოდ, ამაყი და არაემოციების გამომხატავი.
სუბიექტური ვარ ვიცი. ცოდოა მამა, და არ ვიყო?!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! შენ კიდე სულელივით იბუსხები.
მკიდია, მოკლედ.
მე არ ვიცი, როგორი უნდა ვიყო რეალური და როგორ ვიცხოვრო რეალობაში, ზუსტად ვიცი ვიცხოვრებ, და ვიქნები.
ჩუმი.
აი, მთელი ჩემი პასუხი.


