- სერა
_ ჰოუ
- რაზე ფიქრობ
- სიცხეზე, ინგლისურზე, თამარიზე, კვირაზე, სალომეზე, მამაზე, კინოზე, ირაკლიზ. აი ამაზე. და ლზე კიდევ.
- მერე? რა დაასკვენი
- არც არაფერი
- გცივა?
- ცოტა
- კიდე?
- ისა
- რა?
- ლევიკო მენატრება. ცოტა. ბუნდოვნად
- კიდე?
- ვიხევი ათად! უნივერსიტეტმა შა!
- კიდე?
- მოვიწყინე ა მეშინი, თავი ცოტა დამიცარიელდა და თან სავსე, რაღაც გამოვცარიელდი

ოღონდ კარგად
- რა გინდა?
- ვინმე თბილი და მზრუნველიიი. ოღონდ არავის ვენდობი
- ბექა?
- : (
- რა იყოო
- ხო ვიცი რაღაც დებილოაბს ვიზამ. მე ძალიან ფაქიზი და სევდიანი ვარ
- და რა გინდა ქნა ამისთვის??

- : )
_ ჩუმად მინდა ვიყო. ჩუ-მად. აი, როგორც ეს გენიალური მუსიკა. მუსიკა ფონია. როგორც მე მიყვარს ყოფნა - არის, ოღონდ თიითქოს თავისთვის, ოღონდ მთელ ოთახს ავსებს და როგორც კი დადუმდება ეძებ. შენს გვერდითაა., იქვე ზის ხმამაღლა!
- ფონობა მოგწონს?
- არაა..
- აბა?
- სიჩუმე.
- კაი რა. კაი დავიკიდეთ. რისი გეშინია?
- ავადმყოფობის და მარტოობის.
- ჰაჰა, ლოლ

: ))
- რაო
- კიდე გოჭო :* რაო, ამის ყველას ეშინია და ისა.
- კიდე?
- მმ.. რაა და. ჰო!! მინდა მიყვარდეს. წყნარად და ჭკვიანად. აი, დავმშვიდდი.
- მერე? მზად ხარ?
- მმ..ააა..რრა. ჯერ : )
- კიდევ?
- უნის მეშინია ძაალიან.
- კიდე?
- რავი, არაფერი ისეთი. წყნარად ვარ.
- კიდე?
- არაფერი. ხატვა და ფერები.
- კიდე?
- გიო მენატრება. მიყვარს.
- კიდე?
- ხელებზე მცივა!!!
- კიდე?
- არაფერი. : ) თბილი ჩაი და იკა

- კიდე?
- კიდე, პარიზი... წვიმა, ცხელი ჩაი კაფეში...

- კიდე?
- და წვიმა ტროტუარებზე

- ძალიან გინდა შენ პარიზში..
- : ) ხოო.. ძაან.
- გიო გენატრება?
- კი. ხოლმე. ირაკლი უფრო. ხანდახან. ხმამაღლა.
- მერე?
- ერთი მაგის ფეხიც.
- კიდე?
- 12 დაიწყო. დაიძინე სერაფიტა.
- ხვალ?
- ადგომა... სწავლა. იქნებ ინგლისურიც. თამარი. და 7 ჭიქა ჩაი, და წამლები, და ხახვი და ნიორი დღეში სამჯერ.
- უჰ. ეხლაც?
- ეხლაც.
This post has been edited by burbushela- on 3 Nov 2011, 23:07