- რა გჭირს?
- არ მომეწონა ის ტიპი
- რატომ?
- დაცენტრილია, ოღონდ მთლად ჩემნაირი არა
- მერე?
- თაკომ ცოტა დამღალა
- მერე?
- დაჯექი და კერე
- არა, მართლა, მითხარი
- რა?
- რა აგწუხებს?
- ოთარა ვნახე
- მერე?
- მეტკინა ცოტა, კიარადა გული ამიჩუყდა თუ რაღაცა
- მერე?
- თთქოს თაკო ბრაზობს
- რაზე?
- არ მაძLევს საშუალებას დეპრესიაშI ვიყო

- კიდევ?
- ნინი მენატრება
- კიდევ?
- ლ მეზიზღება. ფუ. როდის დავაღწევ თავს. აი, ფული კარგია
- კიდევ?
- ისა და ესა
- კიდევ?
- უიჰ. კაი ხალხი ვნახე ამისწინ.
- კიდევ?
- არაფერი
- კიდევ?
- ცოტა სევდა შემო-მე-რი-ააა (წამღერებიტ)
- კიდევ?
- აუუუ. საათები გადის. ეხლა წავალ და ერთი საათი გავისეირნებ. მერე ამოვალ. ჩაი, რამე, რუმე. შრომა.
- კიდევ?
- არი რა. აუ შრომა რა კარგია. მაგრად ასწორებს. აუ დღეს რომელზე ავდექი იცი?
- რომელზე
- 1.30! არა, არა, მგონი ორიც კი იყო. არა, 1.20
- მერე?
- მერე და კერე, ასე გვიან არასოდეს ავმდგარვარ, ახალ წელსაც კი, და ამ ახალ წელს ისედაც სახლში ვატარებ და რა ხეირი რო. დიდად კი არ მენაღვლება ისე. ტელევიზორი, სისულელე. და მთელი ცხოვრება მხიარულ ახალ წელს ველი.
- მერე?
- მოდის, ოღონდ ჩემს თავში

- კიდევ?
- მეტი არაფერი... რაღაც წყნარდება და ლაგდება ყველაფერი.. მაინც, თავისით, არ ვიცი რატომ, იმიტომ. ვიცი.
- კიდევ?
- ლეო გაქრა?
- კიე
- მერე?
- სჯობს მეც გავქრე თორემ მერე მენატრება ხოლმე
- გიო?
- ეგეც.ა

- დიტო?
- ჰმმ. აუ, კი...რაღაცნაირად. ისე, როგორც უნდა იყოს.
- კიდევ?
- კიდევ-გიდევს. ბიდონი. საცისკაბადონე.
- გიო არ დაგევასა?
- რა ვიცი. დაცენტრილია.
- კიდევ?
- მე გამიჭირდება შევიყვარო/ვერ ვიყვარებ /არ ვიყვარებ ადამიანს, საჩემოდ, ფორ ევა, რომელიც არ დადის ეკლესიაში. აი რა. აი ესე. და ვოტ. და აკცმა რომ თქვას, ეგეთი არც არავინ შემხვედრია. ))
- მერე?
- ეს ჩემი ყველაზე მტკივნეული საკითხია...
- მერე? გტკივა?
- არააჰ... რა ვიცი. ცოტა ვღელავ, ცოტაც - ვნაღვლობ. და ბევრიც - მიხარია. ეგა და ეგ. ))
- კიდენა?
- კიდევ.. რაღაც უაზრო შიშები მაქვს, რაღაცების მეშინია, სიბნელის და ცუდი მოჩვენებების თუ რაღაცა.
- ეუჰ. რა დრამატულად ჟღერს.
- ჰო, არა, ანუ დრამატულად კი ჟღერს, ოღონდ ისტერიკულად და რამე კი არა, სიზმრები მაქვს არეული. დეპრესიიდან რომ გამოვდივრ მაგის ბრალია. ცოტა სიცარიელე და გაურკვევლობა მრჩება თავში და ახალი დადებითი ემოციებით ივსება და კიდევ იცი რა? ათასი მოგონება ამოიყარა და ლაგდება ისევ. შუამთის მონასტერი. ექსკურსია. ბავშვები. ფოტოები. რამდენ ხანს ვუყურებდი იმ ფოტოებს, აზზე ხარ?
- ჰაჰ. კიდევ?
- ანანური. ირკა. ირკა. და თანდილა... ამბები. რესტორანი. ხალხი. ხმაური. სულაც გაცნობის პირველი დღე. კიბეები. სადღაც ვზივარ. ''მიხედეთ ამ ბავშვს'. ნიკა. საყვარელი, ოდნავ არეული და ძალიან საყვარელი.
- კიდევ?
- სანჩო. რა საყვარელია. ოღონდ ეს არა, ეგრევე, მაშინვე ბლოცქ. კიდევ კაი.
- კიდევ?
- კაფე. კაფე კიარადა, მაღაზია. ხალხით. რაღაცის პრეზენტაცია. სიცივე. არეული ქუჩა. სიგიჟე. დაცენტრილი

ოქროს თმები, დაუვიწყარო... ნეტა მართლა არსებობს ეს სიტყვა? და ავრსებობთ ერთმანეთის მოგონებებში? აზრი?
- გიყვარდა ეგ ბიჭი?
- ვინა, კრუსი? ჰო... ხო. .. . ალბათ. არ ვიცი. კი, და არაც. უფრო კი, და ძალიან არა. : ) ვბოდავ. მიყვარდა, კი. ძალიან ჩვეულებრივად, ეხლა რომ ვფიქრობ.
- კიდევ?
- მეტი არაფერი.. არაფერი ისეთი. ... . სიბნელე და ღამე. ... . სოფელში. ათინათები - ლამპიონების და ხეების ჩრდილში გამოჭყეტილი მზე. იკა. : ) როგორ მიყვარდა. აუუუჰ. რა გიჟი ბავშვი ვიყავი? საქმე არ მქონდა? რეები მიყვარდა. , ან რატომ.
- კიდევ? ვსიო ხო?
- არ ვიცი, არც ვსიო და არც - არა. სულელი სერაფიტა. წავედი ეხლა, საქმეს ვეწიო.
- და კიდევ?
- ისიც ვიცი, რომ ეს მოგონებებიც ჩაიცლება თანდათან. რა ძნელია გარდამავალი პერიოდი

რა ნელი, და გემრიელი, და ხანგრძლივად ჩქარი. რა , და რომ ყველაფერი ლაგდება უცებ. მოგონებებიც იფანტებიან.
შევთხზე, რა

: )
- კარგი, გოჭ.