- რა გჭირს?
- ცოტა

.. ისა. გული ამიჩუყდა

ლამაზი ისტორიაა ძაან. სევდებამდე.
- კაი, არაუშავს გოჭო
- როგორ ფიქრობ, შენ არ დაიმსახურე? ტოესტ, დაამსხვირე?
- არ ვიცი ..

არ ვიცი. შეიძლება. ხომ არის, ვიღაც არ ნატრობს და უსრულდება, ვიღაც ნატრობს და - არა..
- კაი რა!! შე ღორო პესიმისტო!!!
- იცი.. მესევდიანება. ცოტა. მთელი ცხოვრება, ღრმა ბავშვობიდან, დიდ სიყვარულზე ვოცნებობდი და ის სხვებმა იპოვეს, ვისაც - ამდენი- ალბათ არ უოცნებია
- მერე?
- არაფერი. მერე ჩემი პიროვნება დავადეგრადირე და ადამიანებთან ნორმალური ურთიერთობის ჩვევა, ნიჭი, შესაძლებლობა დავკარგე. დეპრესიულ და ჩაკეტილ ადამიანად ვიქეცი, ნატკენი ფსიქიკით. იცი, მგონია ვერც ვეღარასოდეს გამოვალ აქედდან.
- ცრემლებიც რომ მოგადგა, რა გიყო

)
- ღამე ვერ ვდგები რამე რომ იყოს... რომ ვიღვიძებ თუ რამემ შემაშინა გული მიფრიალებს. ისეთი სუსტი ვარ, როგორც ქარში აფრიალებული ფარდა. ესაა დიდი გოგო? ამას უნდა უყვარდეს ვინმე? ან ამას შეიყვარებს?
- კარგი რა. მერე რომ გიფრიალებს?
- ამ დროს ისეთი უმწეო ვარ, ვგიჟდები. აი, უსაშველოდ. იცი რა ცუდი გრძნობაა

- და მაგის გამო აკრძალულია შენთვის სიყვარული?
- ასეთი სუსტი ფსიქკით.. არსებობაც კი სამრცხვინოა

- ეჰ, ეჰ. და არ უნდა იარსებო?
- ო, კი! როგორ არა. უბრალოდ, სერიოზული ურთიერთობები მეუხერხულება. ძალიან არასერიოზული მიზეზები მაქვს სისუსტისა და არა-ადეკვატური საქციელებისთვის.
- ეჰ. სულელი გოგო : )
--- რა პესიმისტი ხარ დრეს, რა გჭირს.
- არაფერი... უბრალოდ, დღეს პირველად ვიფიქრე, რომ არაფერიც არ მეშველება.
- და რამდენად ქრისტიანულია ასეთი ფიქრი?
- არ ვიცი. არის? ცუდად ვარ... მთელი წელი გავიდა და არაფერი არ შეიცვალა. ისევ ისეთი დებილური ''მეგობრები'' ანუ - არავინ. ისევ ისეთი უაზრო მშობლები. მე - ისევ ჩაკეტილი, დამფრთხალი თვალებით, ცხოვრების შიშითა და სიმარტოვით.
- ეხლა ხო უკეთესად ხარ?
- კი
- მერე?
- ჰო, არაუშავს. ტანჯვის მაგივრად მშვიდად ვარ. აი
- არ თქვა!
- ვა.
- კაი

- იცი როგორ? სიმსივნიან ავადმყოფს რომ ტკივილები სტანჯავს რომრომ გაუვლის. ტკივილი. სიმსივნე კი არა.
- უჰ. ძაან დავმძიმდი. ნუთუ ფიქრობ რომ არასოდეს შეიცვლები?
- ოდესმე, ალბათ... ამისთვის.. ინტერნეტს გამოვეთიშო? ჰო... ნაკლები ფიქრი და ბევრი შრომა მიშვლის ალბათ.
- ეხლა რა გაწუხებს?
- რა და, თავი ნორმალური არ მგონია. ძალიან ჩაკეტილი ვარ, ბიჭების მიმართ - განსაკუთრებით. ავადმყოფურად.
- კარგი. მთელი ეს წლები ასე იყავი, ინტერნეტში. დაგღალა ალბათ, რა გასაკვირია? და ნორმალური ცხოვრება გინდა.
იცი, წუხელიდან ამ სიმღერას ვუსმენ. საოცარია. რაღაც, ჩემი სულის მელოდიას დაემთხვა და ხმას, თუ განწყობას, თუ რაღაცას, არ ვიცი. და ვიდეოფონიც ისეთია, - მე. კიდევ ერთი ჭიქა ყავა. და თბილ, ოდნავ ფართხუნა ყავისფერ ჯემპრში გამოწყობილი ყავისფერთმიანი გოგონა

უჰჰჰჰ... ყველაფერი კარგად იქნება, ასე მგონია. ოღონდ ოდესმე. გაზაფხულამდე ვიძინებ.
- რამეს იზამ?
- არ ვიცი. ჩემს ნარკომანიას, - ცუდ ჩვევებს - წერა, კითხვა, ინტერნეტი, გვიან დაძინება - წლებია ვებრძვი და ეს ყველაზე მეტად მიჭIრს. დაახლოებით ისე, როგორც კედლის განგრევა.

მართლა. და მეც ვანგრევ.