- სოოFიი.. სოოDიიიი..
-რა?
-არაფერი, შეგახსენე, რომ აქ ვარ.
-მადლობა, რომ შემახსენე. არ მახსოვდა
- :|. ვცდილობ, კეთილი ვიყო.
-რა აზრი აქვს?
-აქვს. აი, მაგალითად, ისევ ის შეკითხვა. რა გინდა ყველაზე მეტად? ოღონდ ბუნებრივი რამეები. ცხვირის გასწორება, ტუჩების გასქელება ეგეთები არ ითვლება.
-არ მინდა არაფერი. ვარ რა. არ გაწუხებ და შენც ნუ მაწუხებ შენი შეკითხვებით
-არ გაწუხებ, სურვილებს გისრულებ
-კაი, მაშინ ერთი სურვილი მაქვს. წადი. და აღარ მელაპარაკო ცოტა ხანი. მარტო ყოფნა მინდა
-ხო იცი, რომ არ ავიტან ეგეთ ლაპარაკს. ბოდიშის მოხდა მოგიწევს
-მე ბოდიშს არ მოვიხდი. აი პირადად შენთან
-მაშინ წავალ და აღარასდროს აღარ დავბრუნდები. ყველაფერს აფუჭებ
-მე არ ვაფუჭებ. თავიდანვე გაფუჭებული იყო ყველაფერი. დეფექტიანი. ჩვენც იმიტომ გამოვედით ესეთები. ბრაკი იყო ჰარდი და სოფტიც ეგეთივე გამოვიდა. მარტო რამდენიმე პროგრამა, ჩვენი ჩათვლით ნორმალურად მუშაობს. რა ჩვენი ბრალია.
-არა, ჩვენი ბრალი არაფერი არაა. მოდი ჰარდვეარი დავლეწოთ.
-როგორ?
-შევწყვიტოთ ფუნქციონრება და გადაგვაგდებენ.
-არა, თვითგანადგურების პროგრამა გავუშვათ.
-ეგ რომელია?
-ყველა ეგაა, სიჩქარეებშია სხვაობა
-მოდი მაშინ ყველაზე ნელი გავუშვათ, ჯერჯერობით ყველაზე კომფორტულად ვარ ცხოვრებაში. დეფექტების მიუხედავად.
-კაი, აბა ვნახოთ რა გამოვა
- :>
-ჩვენ ხო რობოტები არ ვართ?
-არა. საიდან მოიტანე?
-არ ვიცი, ისე ვლაპარაკობდით, რომ დავეჭვდი. და ეხლა მივხვდი..
-არა, არ ვართ, არ ინერვიულო.. :|
- :|
- არ ვიცი რა..