ტოლერანტობა...
არაჩვეულებრვია, ოღონდ შეგიძლია დამისაბუთო, რატომ უნდა იყოს ჰეტეროსექსუალი ჰომოსექსუალის ქცევის ფორმების მიმართ ტოლერანტული? 
 
 მზაობა აუცილებელია?!...
დავუშვათ პირადად ვიცნობ ლგბტ საზოგადოებას, იქნებ ახლო მეგობრებიც მყავს მათ შორის... მერე რა? ის ფატქი, რომ არ ვეთანხმები მათი ცხოვრების წესს, სულაც არ მიშლის ხელს, ვიყო მათი მეგობარი, ახლობელი, ნათლია და ა.შ...
განა სრული თანხმობაა ყველაფერში აუცილებელი, რათა გაშალო კომუნიკაცია?!...
ამ სუბკულტურის პოზიციებს, რაც შენ გააჟღერე დაახლოებით როგორი ფორმულირება შეიძლება მივცეთ იცი?
"მე ჰომოსექსუალი ვარ, მე ვიცი, რომ ჩემი ცხოვრების წესი არაჯანსაღია (ასე ფიქრობს მათი დაახლოებით 60%), მაგრამ მე არ შევცვლი მას, მიმიღე და მაღიარე ისეთი, როგორიც ვარ... ამავდროულად, არ ჩამომახიო ყურზე საყურე, არ გაბედო ჩემთვის "ხელის ხლება" არასდროს - არანაირი მიზეზის გამო, თორემ ვყვირებ, იმიტომ, რომ მე მივეკუთვნები უმცირესობას, ვფლობ არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას, შენგან განსხვავებული ვარ"... მათთვის ნებისმიერ შემთხვევაში ეს განსხვავებულობა იარაღი და ფარია...
ამ დროს ვიღაცა არ არის ჰომოსექსუალი, მისი უფლებები ილახება ყოველ დღე, ყოველ წამს, სულ, მაგრამ ეს რატომღაც არავის არ ახსოვს...  გამოდის, ეს  "პოლიტიკა" გარკვეული ბიძგია, წამხედურობაა, რათა ადამიანმა რაიმე გზითა და ხერხებით აუცილებლად შეძლოს, უფრო მეტიც მოასწროს რომელიმე უმცირესობისადმი მიკუთვნება, ან გნებავს მასში "გაწევრიანება", რომ ამის წყალობით მაინც მოიპოვოს საკუთარი უფლებების აღიარება...  
 
   
 რაღაც მანიპულირებას ჰგავს ყველაფერი...
ერთი სიტყვით ეს პოზიცია არ არის ჯანსაღი.
რაც შეეხება ჰომოსექსუალიზმის პრობლემას, ვაფასებ, როგორც სექსუალურ დევიაციას...
ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მძულს ჰომოსექსუალები. ტოლერანტობა არ არის გამოსავალი. არც არის საჭირო ყველაფრის მიმართ ვიყოთ მზაობაში, რათა შევძლოთ რაიმე მიუღებელთან პირისპირ დგომა.
მოკლედ, კონკრეტულ მოსაზრებათა, ქმედებათა მიმართ გაჩენილი ნეგატიური, არატოლერანტული დამოკიდებულებები სულაც არ ნიშნავს მისი "ავტორის", მისი პიროვნულობის სიძულვილს...
რასაც ვამბობთ, ვაკეთებთ, ვმოქმედებთ, ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არა, სწორედ ამით მთავრდება ჩვენი პიროვნული უფლებებით სარგებლობა, მოვალეობების აღება საკუთარ თავზე, ხომ ასეა?
ვფიქრობ, განსხვავებული აზრი,  ქმედება მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს მისაღები, თუკი ის ჯანსაღია და ზუსტად იმდენი განსხვავებული აზრი, ქმედება, დამოკიდებულება და მოტივი შეგვიძლია მივიღოთ, რამდენიც იქნება საღი... 

მაგრამ იცი რა არის?
როგორც ჩანს არ სურს ადამიანთა გარკვეულ ნაწილს (მათ შორის არც შენ) დაინახოს, თუ რა სიტუაციაა რეალურად...
იქმნება ფონი, რომ ეს სუბკულტურა თავს შეზღუდულად გრძნობს ქვეყანაში, რომ ეროვნული ფასეულობები, რელიგიური მრწამსისადმი ერთგულება მძიმე პირობებში ამყოფებს ჰომოსექსუალთა მცირე ჯგუფებს და ა.შ... და ა.შ... 

))...
ხელოვნურად ხდება ამ "პრობლემების" აგორება. ვიღაცეები დიდძალ "ღირებულებებს"  ათეთრებენ, ჩვენ კი თავებს ვიმტვრევთ... 
 
 როცა ამ თემაზე ვიწყებთ საუბარს, მთავარია კარგად  გვქონდეს გააზრებული ყველა "მხარის" ჯანსაღი და კანონიერი ინტერესი...
მაგრამ თუკი ჰეტეროსექსუალების ჰომოფობიური დამოკიდებულება, თუნდაც ნეგატიური გააღიზიანებს ამ საზოგადოებას, მიზეზები თავიანთ თავში ეძებონ...
ძირითადი პრობლემა ის არის, რომ თავად ვერ იღებენ საკუთარ თავს, ცხოვრების წესს. მავანი კი ბოროტად სარგებლობს მათი  გაურკვეველი მდგომარეობით. 
საერთოდ მიკვირს, ვის სჭირდება ამ ყველაფრის საჯაროდ გამოტანა, ეს სუბკულტურა  ზოგადად არც არის განწყობილი აფიშირებისაკენ. არც უნდა იყოს...
რაც შეეხება შეურაცხყოფის, მკვლელობის, ოჯახში დისკრმინაციის, ემიგრაციის ფაქტებს, ეს მონაცემები ჩემთვის ცნობილია. 
დღესდღეობით სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ცნება არ არსებობს მოქმედ კანონმდებლობაში. თანაც მთავარი ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში მათი უფლებები ილახება არა განსხვავებული ორიენტაციის გამო, არამედ ილახება, ისე, როგორც არაჰომოსექსუალთა უფლებები...  საინტერესოა ნებისმიერი სხვა სექსუალური ორიენტაციის მქონე პირთა უფლებების შეზღუდვის ფაქტებზე რატომ არ ხდება ასეთი აქტიური მსჯელობა? ანდა, რატომ არ ვსაუბრობთ მართლმადიდებელი მრევლის რელიგიურ გრძნობებზე, რომელიც აუცილებლად შეილახება თუნდაც გეი-აღლუმის მოწყობისას? მოდი, თუკი საკითხს ვაშუქებთ, მისი ყველა ასპექტი მიმოვიხილოთ... 
ისე კი, არ არის საჭირო ამ ყველაფრისგან დამატებითი პრობლემების გამოგონება... 
This post has been edited by TAMTAgirl on 29 Nov 2010, 03:01