ჩემი მოსაზრება, თავს არ გახვევთ არავის, მაგრამ ჩემი აზრით რა იწვევს საერთოდ ამ ჰომოფობიას:
1. "შეუცნობელი" - არ იცი ეს რაა, რაც არ იცი რაა, უნებლიედ მისდამი გაუცხოება და გარკვეულწილად მტრული დამოკიდებულება გაქვს.
მაგალითად სხვა ენაზე მოსაუბრეების მიმართ - თუნდაც მეგრელები ან სვანები ავიღოთ, უჭირთ ზოგჯერ მათი გაგება, რადგანაც თავად ენა არ ესმით მეგრული ან სვანური
ან რუსი და სომეხი ავიღოთ, გინდაც ბოშა.
2. აღზრდა - ნებისმიერი ადამიანი, ვინც მეტ-ნაკლებად ნორმალურ გარემოში აღიზარდა, აცნობიერებს იმას, რომ ჰომოსექსუალიზმი არის ცუდი, უარყოფითI მოვლენა. ასე ისწავლა ოჯახში, სკოლაშI, უმაღლესში, ეკლესიაში და ა.შ. ეს დიდი ცოდვაა, ისევე როგორც სხვა მრავალი, ამგრამ ეს უფრო მეტად არის ცოდვა და გარყვნილება, ვიდრე მაგალითად თამბაქოს მოწევა, ან ფულის მოპარვა. გარკვეული შკალა აქვს ყველა ადამიანს და "ახარისხებს" ყველაფერს საუკეთესოდან უარესამდე
3. ნორმალურ, მართლა ნორმალურ სიტუაციაშI აღზრდილი ადამიანი, ამ ყველაფერს დაახლოებით ასე უყურებს - არასასიამოვნოა ჰომოსექსუალების მომრავლება, მაგრამ ისიც ადამიანია და მეც, ჩემი ხელის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც მისი ცხვირი იწყება. ეს პირადი ცხოვრებაა და არავისი საქმე არაა
4. თავად ჰომოსექსუალთა უმრავლესობა საკუთარ თვშიც კი არაა გარკვეული რა უნდა. ჩემი აზრით თითქმის ყველა გარკვეული ფსიქოლოგური წნეხის და კომპლექსების გამოა ჰომოსექსუალი. ზოგს ოჯახის ან საზოგადოების მიმართ გაუჩნდა პროტესტი და გახდა ასეთი. მაგალითად რამდენად გამოდგება არ ვიცი, მაგრამ ასე იყვნენ და არიან ჰიპები, ემოები, პანკები და სხვ. ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მაგრამ ცდილობენ თვითდამკვიდრებას საზოგადოებისადმი დაპირისპირებით. საზოგადოებაც ამითვე პასუხობს, იმის ნაცვლად რომ მათ გარდატეხის ასაკის პრობლემების გადალახვაში დაეხმაროს და შედეგად მათ უმეტესობას უკან ვერ იბრუნებს. სხვადასხვა პრობლემები, დაუფესებლობა ან არასრულფასოვნების კომპლექსი ადამიანებს აიძულებს საკუთარი მსგავსები ეძებონ, რადგანაც მათი "არავის არ ესმის"
უფროსებს ავიწყდებათ, რომ თავადაც იყვნენ ამ ასაკში.
5. გარშემო უამრავი სიმახინჯეა, რაც ადამიანს აღიზიანებს და ესეც ერთ-ერთი მათგანია. რაც გინდათ ის ამტკიცეთ.
ძირითადად აღზრდის პრობლემებია, რაც შემდგომში ჰომოფობიას იწვევს
ასევე თავად ჰომოსექსუალების საქციელი
ცდილობენ, თანაც საკმაოდ ხშირად, რომ გარშემომყოფები გამოიწვიონ
ასევე სჯობს გაითვალისწინო, რომ ჰომოსექსუალთა საკმაოდ დიდ ნაწილს ქალის "გემო" არ უნახავს, ისევე, როგორც მათ გამკრიტიკებელთა უმრავლესობას
6. ასევე, ბოლო 20-25 წელია, კონკრეტულად საქართვეოში, მუდმივი სტრესის ქვეშ ვცხოვრობთ. ესეც დიდ პრობლემებს ქმნის, ვერავინ ვერ იცლის ნორმალურად ბავშვების აღსაზრდელად და მათ არ აქვთ გააზრებული რაა ღირებული და რა არა.
ბევრი წინააღმდეგია ბრმად. იტყვის რომ ეკლესია ეწინააღმდეგება ამას. ან საზოგადოებას არ მოწონს. საკუთარია ზრი არ აქვთ. არადა იმასაც ვერ გეტყვიან, მაგალითად სახარების ავტორები ვინ არიან.
განათლების დაბალი დონეა ამ მხირვ. ათწლეულებია ამ თემას ტაბუ ედო.
ეხლა "მოვიდა " დემოკრატია და ყველამ თავი წამოყო
ჰგონიათ რომ ესაა დემოკრატია და თავისუფლება
რაც მომეპრიანება ის უნდა ვაკეთოო და ყველა თავისას უბერავს.
7. "მოდურობა" - ეს ჩემი მოსაზრებაა, რომელიც ჩამომიყალიბდა საქართველოში დაკვირვების შედეგად
თავს არ გახვევთ, ამგრამ ჯერ ვერავინ შეძლო თუნდაც ნაწილობრივ გადავერწმუნებინე
უბრალოდ ვინმეს ან რამეს ციტატა მოყავთ ან სამედიცინო ლიტერატურა ან იტყვიან ესა თუ ის ცნობილი ადამიანია ჰომოსექსუალიო და უხარიათ
არადა რამდენია მაშIნ ვინც არაა ჰომოსექსუალი.
ჩვენს ე.წ. ელიტაში, თუ ვინმეს კარგად აცვია "გაზმანულია" და თან ჰომოსექსუალიც, ქართულ ენას თუ ამახინჯებს მაშინ ხომ საერთოდ თანამედროვეა
და ვისაც ცოტა ნახმარი სამოსი აცვია ან რაიმე ბრენდი არ აქვს, მორჩა, გაუნათლებელი ხეპრე და სოფლელია
ეს რომ ნამდვილად ასეა, 1 კვირიანი ქრონომეტრაჟისას დავრწმუნდი. იმდენი "ცნობადი" სახე ვნახე, როგორ იქცეოდნენ ეკრანებს გარეთ, გული შემიწუხდა.
სამაგიეროდ, ამ წრეში ფრიად მიღებული ქალბატონი, ვინც ობიექტს ფლობდა, შესანიშნავად საუბრობდა ქართულად, სწრაფად იაზრებდა ყველაფერს, რასაც ვეუბნებოდით ქრონომეტრაჟთან დაკავშირებით, როცა ამას მისი გამოჯეკილი ბუღალტრებიც ვერ ახერხებდნენ და აღფრთოვანებული დაგვტოვა
ოღონდ, როგორც კი ეს "ცნობადები" მოლაგდებოდნენ, ისიც იცვლიდა სასაუბრო ლექსიკას. ასეა მიღებული ამ წრეშიო
აი ისევ იგივე, რამდენი დავწერე