კარგია დღეს ეს თემა რომ მომხვდა თვალში,ერთობ "დამეხმარება" რაღაც -რაღაცეების გაანალიზებაში
TETISA მადლობა "ამოქაჩვისთვის"

მახსოვს ერთობ დიდი შემართებით შევხვდი 2011 და კონკრეტული მიზნებიც მქონდა...
1-იყო სამსახურის შეცვლა,რისთვისაც დავიწყე სწავლა...
სამსახურის შეცვლის რეალური შანსი მართლაც "გამოვჩხრიკე"მარა დავრჩი იქ სადაც ვარ ,ორონდ სხვანაირად და ისე,რომ ვერც წარმოვიდგენდი (ეხლა უკვე ყველაფერი ჩემზეა,მართალია ძალიან რთულია,მარა დაუზლეველი არაფერი არაა დედამიწის ზურგზე).ვფიქრობ რომ ძალიან გამიმართლა და "მივაღწიე".
2.- მართალია ის რასაც ვსწავლობ ჯერ-ჯერობით არ ვიცი სად უნდა გამოვიყენო ,მაგრამ მომწონს,ვფიქრობ რომ წინ გადადგმული ნაბიჯია და + არ "შეწყვეტით"(იყო ამის "მოთხოვნა") ჩემს თავს ერთობ დიდი სიამოვნება მივანიჭე.
3.გავიზარდე,პიროვნულად..ხალხი გადავაადგილე და დავახარისხე,ამის შედეგად მნიშვნელოვანი ადამიანები აღმოვაჩინე და შევიძინე.+ვნახე როგორ რადიკალურად შეიზლება თვალსა და ხელს შუა შეიცვალოს საზოგადოება ,საზოგადოებრივი აზრიანად..მოკლედ ადამიანური ურთიერთობების კუთხით ბევრი მნიშვნელოვანი დასკვნა გავაკეთე,რაც მომავალში ერთი-ორად გამომადგება და დამეხმარება.
4.ნუ ეს მხოლოდ 2011ის "მიზანი" და სურვილი არაა,მარა ამ ზაფხულს ესეც იქნება...მანქანა.
ეხლა ვფიქრობ....და ვერ მომიფიქრებია კიდევ მაქვს თუ არა რაიმე კონკრეტული მიზნები
ჰო,მინდა ეს შემართება შევინარჩუნო!(ეს ცოტა ძნელია ჩემი ემოციურობის ფონზე,მარა შეუძლებელი არც ესაა)
ასე კარგად და ასეთი თვითკმაყოფილი,თან დამსახურებულად კარგა ხანია არ ვყოფილვარ .მოკლედ,მე მიყვარს 2011

და ცხოვრება მართლაც რომ მშვენიერია,მიუხედავად იმისა რომ არც თუ ისე შორეულ წარსულში,კიბიდან ისე "ვიფრინე" ლამის სული კიბეზევე დავტოვე : )))
წარმატებები ჩვენ,ჩვენი სურვილებიან-მიზნებიანად !
“ბერძნული სიტყვაა... შეუპოვარი”
wall user