არასდროს მქონია სიკვდილის შიში, ამ საკითხს არ ვუღრმავდებოდი, არ ვფიქრობდი..ვიცოდი რომ ეს დრო ოდესმე დადგებოდა ოღონდ ძალიან გვიან

ბოლოდროს იმდენი უცნაური დამთხვევები ხდება, მგონი უკვე ვიწყებ ამაზე ფიქრს თან სისულელეებს წარმოვიდგენ ხოლმე

ქუჩაში უყურადღებოდ არ დავდივარ, მაგრამ ყოველთვის ხდება ისეთი (არამარტო ქუჩაში)რამ რაც მაფიქრებინებს რომ სიკვდილი ახლოს იყო
მაგალითად, რადენიმე კვირის უკან ტრანსპორტში ვიჯექი, მძღოლმა ''შუმახერობა'' მოინდომა და მატარებელს გადაუსწრო,ვუყურებდი მატარებელს და წამებიც კი აღარ რჩებოდა რომ ზუსტად ჩემს ადგილას შეჯახებოდა, ძალიან შევშინდით ყველა მაგრამ გადავრჩით,: D დღეს ქუჩაში მივდიდი და ჩემს წინ ნახევარ მეტროში მძიმე რკინა ჩამოვარდა მაღლიდან, ისე შემეშინდა დიდხანს ძალა ვერ მოვიკრიბე გზა გამეგრძელებია

ნუ მოკლედ უკვე ბოლო რამდენიმე თვეა ბევრი ასეთი შემთხვევებია, და ეს ყველაფერი როგორც ჩანს უკვე მოქმედენბს ჩემზე: ( ჩემი ემოციები სიზმრებზეც აისახება უკვე და ისე მშვიდად აღარ მძინავს როგორც ადრე.
რა გავაკეთო რომ ამაზე აღარ ვიგიქრო?
პ.ს. არა მაინც რა საშინლად ხიფათიანი ვარ
არაფერია გასაკვირი...
სულსულსულ არაფერი..