lomi86მილიონნაირი ნევროტული სპაზმი არსებობს.მაგალითად სუნთქვა გიჭირს ....
ათასჯერ მოგწერე პმ-ში და მეტი რა ვქნა.
თუ ამ თემას თავიდან წაიკითხავ ,მიჰყვები მედჰელპის რჩევებს ,მიბაძავ ჰიჩკოკს და ზურიელს შენ თითონაც გამოძვრები და უფრო ამაყი იქნები.თუარადა ,მაშინ წადი ექიმითან.
რაც უფრო ახალგაზრდა დაიწყებ მკურნალობას და ბრძოლას, მით მეტი შანსი გაქვს გამოჯანმრთელების,აკვიატებების ნევროზში ხომ წარმატების და გამოჯანმრთელების ერთერთ პირველ პირობად მკურნალობის ადრეულ ეტაპზე დაწყება წერია პირდაპირ.
ახლა ერთ რამეს გეტყვი ,მე უკვე ასაკში ვარ ვიცი რა მაქვს ნევროზული და რა ორგანული.
თუ ვარ სადმე სხვაგან,არა თბილისში ,ფანტასტიურად ვგრძნობ თავს ,სიცოცხლე მიხარია,არ ვიღლები,მუზეუმებში დავქრივარ,მერე შოპინგებზე და მოკლედ ძალიან კარგად ვარ.როგორც კი თვითმფრინავი ეშვება აეროპორტში ,თითქოს უნდა მიხაროდეს შვილების ნახვა ,მათი გახარება საჩუქრებით ,ან მეგობრებისთვის შთაბეჭდილებების გაზიარე ბა.არა,
ბარგს რომ ვიღებ და ტაქსში ვჯდები,მორჩა აღარ მინდა არაფერი,ვფიქრობ რისთვის ვიყიდე ეს ტანსაცმელი,რა ჯანდაბად მინდოდა და ვვიწყებ სუიციდზე ფიქრს.ეს არის კლასიკური ნიმუში ნევროზის. რაღაც მაწუხებს ამ თბილისში,რაღაც პრობლემა მაქვს ,რომელიც იქ მავიწყდება და ვარ ბედნიერი.ასეტ შემთხვევაში,როცა მე თითონ ვერ ვუმკლავდები.მაშინ კი უნდა დამეხმაროს ფსიქოლოგი და ვაღიარო ჩემს თავთან რა მჭირს.დავუშვათ მე კი ვიცი რაც მჭირს ,მაგრამ მირჩევნია ილუზიებში წავიდე და არ ვებრძოლო პრობლემას.
მერამდენჯერ წერ,ექიმიო და ერთხელ მაინც წახვედი?თანაც სულ ისეთ ი ექიმების გვარებს ასახელებ,რომ არაეთიკურია ჩემგან ამის დაწერა,მაგრამ უბრალოდ შეგსვამენ ტრანკვილიზატორზე,რომელიც მერე თითონვე იწვევს დეპრესიას.
ჩემი რჩევაა ,დაიწყე ამ თემის კითხვა თავიდან და კარგად დააკვირდი,ზოგიერთი იუზერი როგორ იყო შარშან, ან 2 წლის წინ და დღეს როგორ არის.მიბაძე და ნახავ რომ შეუძლებელი არაფერია.გაუბრაზდი ამ შენს დამთრგუნველ შიშებს ,ეს როგორ უნდა მომერიოსო და თუ მაინც დაგჭირდება ცოტა მედიკამენტოზური დახმარება ,მომწერე პმ-ში.აბა წარმატებას გისურვებ,ცხოვრებაა წინ გაქვს და ნუ დააჯაბნინებ თავს ირეალურ სპაზმებს და შიშებს.
This post has been edited by nigo on 1 Oct 2011, 09:00