nigo
Dont Worry , Be Happy

       
ჯგუფი: Members
წერილები: 24798
წევრი No.: 75044
რეგისტრ.: 17-November 08
|
#28027846 · 26 Oct 2011, 21:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩემო მეგობრებო როგორ ხართ? დიდიხანია არ შემომიხედავს. მე ადრეც დავწერე რომ საკუთრივ პანიკური შეტევა სულ რამდენჯერმე მქონდა ,მაგრამ ისეთი რომ ,სახლიდან გასვლის მეშინოდა,საზღვარგარეთ წასვლაზე ზედმეტი იყო საუბარი,ის კი არა და საკუთარ აგარაკზეც კი ცუდად ვხდებოდი.ერთი შეტევის შემდეგ მთელი თვეები მისი გამეორების შიში მკლავდა იმდენად ძლიერი იყო . ა მისი თავისებურება კი ის გახლდათ რომ ეს არარეალური შიში ის კი არ იყო,რომ ვაიმე მოვკ ვდები,არამდე იმდენად დიდი გაურკვეველი შიში რომელსაც ვერ ვუძლებდი და ნეტავი მოვკვდე ოღონდ გავთავისუფლდე ამ შიშIგან-მეთქი.ასე დავიწყე იმოვანის დალევა,რომელიც მაძინებდა და შემდეგ იმდღესვე უკვალოდ მიქრებოდა ეს შიშI,თუმცა თვეების მანძილზე მახსოვდა საშინელი შეგრძნება. შემდეგ წელს უკვე სხვანაირად შემომიტრიალდა,ფანსტასტიურად ვიყავი საზღვარგარეთ,რაც შარშან იძულების წესით წავედი სტამბოლში და წელს კი უკვე ისევ სტამბოლში და შემდეგ ისრაელში ვიყავი. იქ ფანტასტიურად,მაგრამ როგორც კი აცხადებდა სტიურდესაა,თვითმფრინავი ეშვება თბილისის აეროპორტშიო,იქ ვფუჭდებოდი და სახ ლში მისვლამდე უკვე დეპრესია და მერე როგორც ვიცი ,იმოვანი და ძილში წასვლა.ამ იმოვანზე დამოკიდე ბულებას მთელი ერთი წელი ვებრძოდი,თუ ფსიქიატრთან,თუ ნარკოლოგიურ კლინიკაში და და ასევე ანტიდეპრესანტებით.ახლა დავრჩი ერთ ანტიდეპრესანტზე და ვარ ძალიან კარგად. უბრალოდ მინდა ხაზი გავუსვა,რომ სექტემბერში წავედი ქობულეთში ,არაჩვეულებრივად კარგად ვიყავი და სიმშვიდე ,რელაქსაცია,ისედაც კარგ განწყობაზე წავედი,ჩემი უმცროსი მოეწყო.უკანა გზაზე უკვე მცხეთასთან დამეწყო ხასიათის გაფუჭება და ისევ პანიკა,რომ ჩავვარდები დეპრესიაში,ისევ იმოვანი,ისევ თავიდან მკურნალობა .მომბეზრდა უკვე ამდენი ადამიანების გულისტკენა,მითუმეტესს ეს ტოქსიკომანია იმით არის ნარკომანიაზე კიდევ მეტი საშინელება,რომ არც ნარკომანიად ითვლება,აფთიაქში ყიდულობ,ზრდი დოზებს და მოკლედ ჭკუაზე არ ხარ,საშინელი დამოკიდებულება და ფაქტიურად ხარ მცენარე,არაფერი არ გაღელვებს ,წყალში ყრი ყველანაირ მკურნალობას,არ უწევ ანგარიშ ს არავის,არც ოჯახის წევრებს და არც არავის,სულ გინდა წახვიდე ძილში და ილუზიაში,რომელიც დაძინებამდე დაახლოებით ნახევარი-ერთი საათი გრძელდება და მოკლედ ამ ილუზიაში რეალიზებას უკეთებ ყველა შენ აუხდენელ ოცნებას.ჩემნაირი ოდესღაც პრაქტიკული ადამიანი არასდროს არ ვარ იმის ილუზიაშI,რომ ან მს ახიობი ვარ ან რაღაც მსგავსი და კიდევ 20 წლით პატარა ,ყოველთვის იმ კონკრეტულ საქმეზე ვფიქრობ ,რომელიც მაინტერესებდა და ალბათ კიდევაც გავაკეთებდი რომ არა სიზარმაცე.
ბევრი რომ არ გავაგრძელო,გავბრაზდი ძალიან საკუთარ თავზე და წავედი მონასტერში.სამწუხაროდ ძალიან ვცდილობ ,მაგრამ არც დიდი მორწმუნე არ ვარ. ბე ვრი ვიშრომე ფიზიკურად. აბსოლუტურად ვემორჩილებოდი ყველა წასსა და რიგს ,რომელიც იყო იქ და ძალიან კარგად იმოქმედა ჩემზე . ბევრ რამეს სხვანაირად შევხედე, ახლა არ მოვყვები დაწვრილებით,რაც მთავარია უზარმაზარი პარკი წამლების ,რომელიც ყოველტვის თან დამაქვს ,როცა მივდივარ თბილისადან დამრჩა.მხოლოდ ნებისყობის მობილიზების და იმ ადამიანების პატივისცემის გამო,რომლებიც გავიცანი მონასტერში და არ მინდოდამატტვის შემექმნა დისკომფორტი,ან მე არ შემიძლია მიწაზე მუშაობა,დახრა ,ან კიდევ ცივ წყალში გარეცხვა,ა ნ ვერ ავდგები დილის ოტხის ნახევარზე და ვერ დავესწრები 4 საათის ლოცვებს ,მე ხომ სტუმარი.მსგავსი რამ ავუკრძალე ჩემს თავ ს, გადავწყვიტე ,რომ ეს იყო ჩემტვის გამოცდა,ვერ ვირგებ კარგ პირობებს,ფაქტიურად 3 თვეში სამ არაჩვეულებრივ ადაგილას ვიყავი,მარტო ისრაელი ,ამაზე საუბარი შორს წამიყვანს და ახლა ახალი აჩემება იქ კარგად ვარ,თბილისში ცუდად,წინა წლებში არ დავდიოდი არსად თბილისში უფროკარგად ვარ სხვაგან ცუდადს.
მოკლედ მე გამოვცადე ჩემიშინაგანი ძლა ,ნებისყოფა,არც მეგონა თუ კიდევ მქონდა დარჩენილი რამე რესურსი და მივხდი,რომ უბრალოდ არანაირად არ ვატანდი ძალაა ჩემს ტავს,კომფორტულად ვიყავი,რომ რა ვქნა,მე ხომ დეპრესია მქავს რა ჩემიბრალია,მე ხომ პანიკები მაწუხებს რა ჩემი ბრალია.არც იმ დეპრესიის და იმოვანის მკურნალობას ვიტარებდი ბოლომდე. რა ვიცი.მე გირჩევთ,ვინც ვერ ერევით თავს ჩემსავით დათბილისში არ გამომგდით შინაგანი ძალების მობილიზება,იქნებ წახვიდეთ ჩემსავით ,და ღმერთმა ქნას დაბრუნდით ისეთივე შემართებით ,როგორც მე.თან ახალგაზრდები ხართ და უფრო გაუძლებტ იმ დისკომფორტს ,რომელტან გამკლავებაც ,მე ცოტა მიჭIრს,მაგრამ ამჯერად დავძლიე.ასევე ვაპირებ წასვლას როცა ცოტა დათბება და ვთვლი,რომ წელიწადში ორჯერ,თუნდაც ერთი კვირით რომ წავიდე. მქონდეს სულიერი და ინტელექტუალური ურთიერთობა ძალიან კეთილშობილ და ამაღლებულ ადამიანებთან,ამავე დროს ფიზიკური შრომა სუფთა ჰაერზე ჩემთვის იყო მისწრება.ნახეთ ,მე გირჩევთ,ვინც აქ მაინც ვერ ერევით თავს.
--------------------
მე მომავალში დავიბადე , მოვკვდი წარსულში
-----------------------
ჩემი მომავლის წარსულია ეს ყველაფერი
|