არვიცი რამდენად გასაგებად დავწერ მაგრამ ვეცდები ჩემი მოკლე პანიკ ისტორია დავწერო

მოკლედ თავიდან რომ დაიწყო ეს ყველაფერი უნივერსიტეტში ვსწავლობდი, არ მივაქციე ყურადღება, ხან რას დავაბრალე და ხან რას, მერე და მერე გართულდა საბოლოოდ მივედი პანიკამდე,
პირველ ხანებში შეგრძნება თითქოს საერთოდ გაქრა ყველაფრის, არაფერზე არ ვფიქრობდი საკუთარი თავის გარდა, მეცოდებოდა ჩემი თავი, ათას სისულელეს ვიგონებდი და ვიჯერებდი, დღითი დღე უფრო მეცოდებოდა ჩემი თავი და ბოლოს ოთახშიც აღმოვჩნი შიშებით
ადამიანების ნდობა და სიყვარულიც კი დავკარგე, არავის არაფერი მჯეროდა, მეგონა მარტო მე ვიყავი ესე,
უეცრად მეწყებოდა მოუსვენრობა, ფიქრი ეხლა რა ვქნა, მორჩა ცუდად ვარ, გული მიჩქარდებოდა, მიოფლიანდებოდა სხეული, საშინელ დაძაბულობას ვგრძნობი, ჰაერის უკმარისობა, მხედველობის დაბინდვა, სისუსტე, მინდოდა მეყვირა, ყველაფერს გავაკეთებდი რომ ამ განცდას გაევლო, მეგონა ეს გრძელდებოდა ძალიან დიდხანს, არადა სულ რამოდენიმე წამში ხდებოდა ყველაფერი,
როცა გაივლიდა ვიყავი საშინლად დაღლილი და მინდოდა სახლში, ასეთ დროს თითქოს ამოჩემებული გაქვს ადგილი სადაც არ გეშინია, მე ჩემი ოთახი მქონდა ამოჩემებული, ჩემი საწოლი, იქ ვგრძნობდი თავს წყნარად და დაცულად,
ბოლოს იქამდე მივედი რომ აღარ ვიცოდი რა უნდა მეკეთებინა, რა იყო ცხოვრების აზრი, თან ამ ყველაფერს ვმალავდი, ვუმალავდი ყველას, მრცხვენოდა და მეგონა რომ ვერავინ გამიგებდა მაინც .
გამოვიგონებდი რაიმე დაავადებას და მორჩა ისე მოვირგებდი რომ ყველა სიმპტომს ვამთხვევდი

ორმა მეგობარმა იცოდა ზუსტად როგორ უნდა მოქცეულიყვნენ რომ მე არ გავბრაზებულიყავი და არ მეფიქრა მათზეც რომ მოგზავნილები არიანთქო

ვიჯექი ინტერნეტში და ვკითხულობდი ყველაფერს და ყველაფერზე,
ინტერნეტშივე ვიპოვნე ახალი ნაშრომები ფიზიკის სფეროში, დამაინტერესა გავუყევი და თითქმის 2 კვირაში მთლიანად კიდევ ერთხელ გადავუარე ფიზიკას,
არვიცი რა მოხდა მაშინ მაგრამ თითქოს სხვანაირად დავიწყე ფიქრი, (არ ვამბობ რომ ფიზიკა შველის

)
უბრალოდ ერთგვარი ჰობი ვიპოვნე ისევ, ახალი და საინტერესო მეჩვენა სამყარო,
მივხვდი რომ ტვინი სხვა რამეზე გადაერთო, არ იყო ჩაციკლული საკუთარ თავზე, თურმე შეძლებია სხვა რამისკენ გახედვაც,
მერე ხალხს დავაკვირდი, ყველა ბედნიერი იყო (ჩემთან შედარებით რა თქმა უნდა)
მათთვის სხვა რამე წარმოადგენდა პრობლემას, თუმცა მათაც ისევე ეშინოდათ სიკვდილის როგორც მე, მაგრამ მაინც ბედნიერები იყვნენ, თითქოს შეგუებულები იყვნენ ამ ყველაფერს,
დავიწყე ამაზე ფიქრი და აღმოვაჩინე რომ ბავშვივით ვიქცეოდი და უმწეოს სტატუსამდე რთი ნაბიჯი მეკლდა,
პირველ ხანებში ამასაც ვატარებდი, არაუშავს მე ხომ ცუდად ვართქო ვიმეორებდი, მაგრამ მერე ისევ ახალი შეგრძნება აღმოვაჩინე რომელსაც სიამაყე ქვია, გამიტყდა საკუთარი თავის, საცოდავ არსებად მომეჩვენა, აი მაშინ დაიწყო ყველაფერი,
ვერ შევეგუე იმას რომ ესე უნდა გაევლო ცხოვრებას, თითქოს სიკვდილს გადავაბიჯეო, გამოვედი სახლიდან და დავიწყე მანქანით უაზროდ ბოდიალი, თავიდან მიჭირდა მაგრამ მერე ისე გამიტაცა რომ ყოველ ღამით დავბოდიალობდი ქალაქში და ახალ ახალ შეგრძნებებს ვპოულობდი, მაგრამ ძალიან სწრაფად დავდიოდი, რისკზეც არ ვიხევდი უკან,
ამ ყველაფერმა შეკრა აზრი რომ ან უნდა ვყოფილიყავი სრულყოფილი პიროვნება ან საერთოდ განმეცხადებინა რომ ვერ ვქაჩავ ცხოვრბეაში და ხელში აყვანილი მატარეთთქო

იმასაც მივხვდი და დავამუღამე რომ როცა მინდოდა მაშინ ვიყავი ცუდად, მერე ეს თემაც ვიპოვნე და საბოლოოდ დავრწმუნდი რომ საკუთარ გამოგონის ზღაპარში ყველაზე ცუდი როლი ავირჩიე

აქ დამთავდა ყველაფერი, მოვძებნე ისევ სამსახური, კარი ჩავუკეტე ჩემში მცხოვრებ ბავშვს და გასართობად მივეცი ბავშვობის დროინდელი ფიქრები, ისიც დაწყნარდა და მეც ახალი ცხოვრება დავიწყე, ეხლა ზუსტად ვიცი როდის მართლა ცუდად ვარ და როდის მატყუებს ნერვები,
სრულად არაა ისტორია მაგრამ ნაწილობრივი აზრია, რამდენად გასაგებია არვიცი მაგრამ ესე იყო. ანუ მე ზღაპარი დავასრულე

ერთი რაც ზუსტად ვიცი ისაა რომ არ უნდა დამალო საკუთარი ცუდად ყოფნა, ეს სირცხვილი არაა, არ ტეხავს, პირიქით არსებობს და ამას გამოხატავ,
წარმატებები ყველას, აქ მართლა ყველა ჩემიანებად მიმაჩნიხართ და ყველას ძალიან დიდი პატივს ვცემ , ღამემშვიდობისა და ტკბილი ძილი
This post has been edited by zurieli on 14 Apr 2011, 01:33