წამალსაც დადებითი თვისება აქვს მარა ზედმეტი თუ მოგივიდა გაგაფშეკინებს ფეხებს
ლაინეიჯს ვთამაშობდი სადღაც 2 წელი (1-2 კურსი) იყო პერიოდი როცა ეპიზოდები მესიზმრებოდა თამაშიდან. ძილ-ბურანში ვერ ვარკვევდი ხოლმე რომელი იყო რეალობა, კორპუსები და მანქანები XXI-ე საუკუნის თბილისიდან თუ დრაკონები და მაგიკოსები ადენიდან.

MMORPG- (ანუ ქსელური როლური თამაში თუ არ ვცდები) მოითხოვს მაქსიმალური დროის კომპიუტერთან გატარებას და გამომდინარე აქედან მინუსი მეტი აქვს. დღეში 2 სააათი თუ დაუჯექი ყველა გაჯობებს და ვერ ისიამოვნებ- 6 საათი თუ ჩაუჯექი ისეთ პონტში გაქაჩავ მარა რეალური ცხოვრების 1/3-ს კარგავ (ძილი გამოვაკლოთ).
ანუ ეს თამაში პირდაპირაა გათვლილი დღეში არანაკლებ 5-6 საათის თამაშში გატარებაზე ( რუსულ, ევროპულ სერიოზულ კლანებში 12-15 საათი ონლაინია მოთხოვნა, სხვანაირად არ გიღებენ).
დღესაც მინდება ჩაწერა, (არადა 1 წელია არ შევსულვარ) უბრალოდ 22 წლის ვარ და სხვა პრობლემები და გეგმები მაქვს, როცა ადამიანს გინდა იკითხო, მეტი ისწავლო, დაუკრა რომელიმე ინსტრუმენტზე, იმოგზაურო, მოკლედ შედარებით ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვრო + მუშაობასაც თუ აპირებ მაშინ ძალიან ცოტა დრო გრჩება "არაფრის საკეთებლად" და ტეხავს ამ დროის ვირტუალურ სამყაროში გატარება
დადებითს რაც შეეხება, ბავშვობის ოცნებებს ვისრულებდი რა, მთელი ბავშვობა სათავგადასავლო ლიტერატურას ვკითხულობდი და ჯადოქრების რაინდების, მაგიის და დრაკონების სამყაროში ცხოვრება სულ მინდოდა. მოკლედ კარგი გასართობი საშუალებაა ბევრი დრო რომ არ მიქონდეს და ზედმეტად ჩამთრევი რომ არ იყოს. მოკლედ ეს თამაში ჩემთვის არ იყო უბრალოდ ღილაკებზე თითის კაკუნი, სხვა დატვირთვა ქონდა, ადრეულ ბავშვობაში მაბრუნებდა

ცუდი ისაა რომ კარგი თამაში რეალურ სამყაროს უკანა პლანზე წევს ხოლმე, როგორც წესი.
არა ნუ, კარტის და ბილიარდის (თუნდაც ბოულინგის) თამაშს მართლა ისევ კომპიუტერის თამაში მირჩევნია და რა ვქნა. . .
საღოლ, რამხელა პოსტი დავდე