გაგება ერთია და მე ვაფშე სხვანაირად გამოვიყენე

კაი მოკლედ აი გეტყვი2006 წლიდან ვოვის პასიური მოთამაშე ვარ
ცოტათი მაინც იცი რა ხდება შიგნით? ანუ 2 მხარეა, ურდო და ალიანსი სადაც 5-5(უკვე 6-6) რასაა გაერთიანებული
მე რომ თამაში დავიწყე მაშინვე ადამიანები ავირჩიე, პირველივე კაცი ადამიანი იყო(უმეტესად ბავშვები ორკებს და ეგეთ საზიზღარ, სტრაშილებს იღებენ ხოლმე) მიუხედავად იმისა რომ ყველა ჩემი ძმაკაცი და ის ხალხი ვინც ვოვ დამაწყებინა ურდოში იყო(ანუ ვემტერებოდით)
მერე ყველა რასას აქვს ტავისი კლასი, კლასად ავიღე პალადინები, ანუ თითქმის რომ გადმოვთარგმნოთ, სინათლის რაინდები, სამართლიანობისთვის მებრძოლები... აი მანდ მოხდა სასწაული
2-3 წელი ვითამაშე და ბევრი ჩერეზ ვოვის მეგობარი გავიჩინე, იქიდან ყველასთან მხოლოდ ვოვით შემოვიფარგლებოდი, მაგრამ ერთთან უფრო წინ წავედი
ან ვიცი შეიძლება ის ადამიანი იყოს ამ ფორუმზე ასე რომ არ დავწერ, მაინც არ მინდა რა
ხოდა მოკლედ ამ ადამიანთან პირადულ პრობლემებზე ვსაუბრობდი(ისიც მიყვებოდა თავისას), ტან მაშინ ძალიან სტრესულ სიტუაციაში ვიყავი და გამხნევებამ გადამარჩინა, მოკლედ ესე ესე და ბევრი ისეთი რჩევა დარიგება მომცა რომ გადამარჩინა და Dრემდე მადლიერი ვარ მაგ ადამიანის. სკაიპში დღემდე ვეკონტაქტები ხოლმე, და რჩევას სულ ვეკითხები თუ რამე მოხდა...
ხოდა რატო ვყვები ამას
თიტქმის 1 წელია უკვე რაღაც წარმოდგენა ჩამომიყალბდა საკუტარ ტავზე, და ესეც ამ ადამიანმა და ვოვმა გამიკეთა.
ერთ მშვენიერ დღეს შევდივარ სკაიპში და ისევ ამ ადამიანს ვეკონტაქტები, მოკიტხვა და ა.შ ცავამთავრეთ და ვუტხარი რომ ვერ ვხვდებოდი რა ვიყავი და ვინ ვიყავი, ვუთხარი რომ ვოვმა დამადებილა და ცხოვრება არ მაქვსო და საერთოდ რატო ვთამაშობ და ა.შ
და იცი რა მითხრა?
იმიტომ თამაშობ რომ იმას აკეთებ რაც შენ გინდა და ადამიანის პალადინი ზუსტად იმიტომ გაქვს აღებული (უკვე 4 წელია ამით ვარ და არ ვცვლი) რომ ეგეთი ხარ და გინდა რომ იყო სამართლიანი და ხალხის შემწყნარებელი, არ ხარ აგრესიული და იბრძვი მშვიდობისთვისო
ამაზე დავფიქრდი და რომ გადავხედე ჩემს ვოვის გამოცდილებას, მართალი გამოდგა ეგ ადამიანი
ეხლა ეს ცოტა ნერდულია მაგრამ მტელი ტამაშის განმავლობაში არასოდეს არ ვგანკერობდი( სუსტების წვალება) , თუ სადმე მოწინააღმდეგეს შევხდებოდი მაქსიმალურად ვცდილობდი არ შემეტია, ხანდახან ყოფილა რომ რტყმით გამომკიდებია ვინმე მაგრამ უბრალოდ გავექეცი, როცა 100% ვიცოდი რომ ცავაძაღლებდი. მერე კიდე ყველაზე საინტერესო, თამაშის სტილში Roleplayer(როლის მოთამაშე) ვარ და აღმოვაჩინე რომ ჩემი კაცის როლი ზუსტად ის იყო რაც მე მინდოდა ვყოფილიყავი, და მივხვდი რომ ამ თამაშში მე ის ვიყავი, ვინც მინდოდა რომ ვყოფილიყავი.
ხოდა ამის მიხვედრა და ჩემი ცხოვრების შეცვლა ერთი იყო.
მაშინვე გამოვცვალე ჩემი ტავი და გავხდი ის ვინც ვიყავი იქ, ნუ ეხლა აირაღი და სუპერ ძალები არ მაქვს
ხოდა ეხლა შემიძლია ვთქვა რომ მაქვს სიცოცხლე, მიზანი, პრინციპები, რომლიტაც ვამაყობ ასე თუ ისე და უფრო მეტის მიღწევას ვცდილობ
და ეს გააკეთა ტამაშმა და იმ ადამიანმა
მომკალი და ეგრეა
This post has been edited by FsdasD on 8 Mar 2011, 11:45