აუფ
ეგრევე სხვის ხარჯზე საკუტარი უპირატესობის გამოჩენის ტენდენცია რომ გაჩნდა...
მე ესე არ ვაკეთებდი, მე სხვანაირი ვარ... და მე ვარ სწორი და მართალი...!
ოჰოჰო...
მშობლისთვის ყველაზე რთულად გადასატანია, როცა მას აკრიტიკებენ იმაზე, რომ ცუდი მშობელია. ესაა ნამდვილი ტრაგედია და ძლიერი სტრესორი ყველასთვის, ვისაც უყვარს შვილი და უნდა მისთვის კარგი.
ამიტომ ცოტა უფრო ფაქიზად რომ გამოთქვათ თქვენი აზრი ცუდი არ იქნწბა.
ეს რაც შეეხებოდა იმას, რაც მე აქ ვნახე და წავიკითხე და არ მომეწონა.
თემას რაც შეეხება, გარდამავალ ასაკამდე, ბავშვი სექსობრივად არაა მომწიფებული და მისთვის ეროტიკა, სექსუალური და სხვა მისთანები უბრალოდ არ არსებობს, გაუგებარია რას ნიშნავს ეს ცნებები და რამდენიც არ უნდა თქვას სხვადასხვა სიტყვები, რაც სექსთანაა კავშირში (ტვ-ში გაგონილი ან ვიღაცისგან გამეორებული), ის მაინც ვერ ხვდება, რას ამბობს.
რამდენიც არ უნდა ეფერონ პოტენციურ ,,ეროგენულ ზონებზე", ის ვერ აღიგზნება და ვერ განარჩევს ლოყისგან ან ხელ-ფეხსიგან.
სხვა საკითხია, როგორი დასანახავია ეხლა ეს მოფერება. და კიდევ რას გრძნობს ბავშვი ამ დროს. თუ უკვე მოზრდილია (8-10 წლის), ჩახდა და დემონსტრაციული კოცნა სირცხვილის გრძნობას გამოიწვევს ალბათ სულ ცოტა და შეიძლება ტრავმაც მიიღოც (კიდევ კარგი ამას არ შევსწრებივარ).
რაც შეეხება ტუჩებში კოცნას, ეს არაერთხელ მინახავს არა მხოლოდ ტელევიზორში, არამედ ნორმალურ ოჯახებში და არაფერი ცუდი არ მგონია იყოს.
არაჰიგიენურობას რაც შეეხება, ბავშვს დედასთან იმდენად მჭიდრო კონტაქტი აქვს, რომ არაა საშიში ბაქტერიების გადატანა. რა თქმა უნდა დავირუსებული თუ არაა მშობელი.
მოკლედ, ფიზიკური კონტაქტი, მოფერება, სითბოს გამოხატვა ძალიან კარგად მოქმედებს ბავშვზე, რადგან ტაქტილური შეხება ერთ-ერთი კარგად მისაღები შეგრძნებაა ბავშვისთვის და არანაირი ქვეტქტს, ქვეაზრი არ იტრიალებს მის თავში ადრეულ ასაკში.
ენას რაც ეხება, არ მსმენია მე ამაზე, მაგრამ თუკი ასე ხდება, შეიძლება იმით იყოს განპირობებული, რომ პირველი ორი წელი ორალური განვითარების სტადიაა (პიაჟეს მიხედვით) და ამ დროს ბავშვი ძირითად ინფორმაციას პირიდან იღებს.
დაწყნარდი
_qaloba_,ამის გამო ნამდვილად არ იქნები შენ ცუდი დედა.