ამ თემაზე გამახსენდა და დავდებ აქ

ტერენტი გრანელი
გულიდან სისხლის წვეთები...
მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში,როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი.
მე ეხლა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები და სინანულის ჟრუანტელი მივლის.
თანაც მიხარია რომ ვარ ტერენტი გრანელი.
წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ.
მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი სინათლისაკენ,რომ მეხილა მზე.
ალბათ მიზიდავდა შორეული და უხილავი.
მოვედი ადრე.
და ახლა ისევ ვუახლოვდები სიბნელეს,როგორც ზგვას,სადაც სამუდამოდ ჩაიძირება ჩემი სხეული.
ყოველ გამეს მოაქვს ფიქრი სიკვდილზე და სიშორეზე.
და მეშინია…
ვფიქრობ:მოვა წამი,როცა არ ვიქნები ცოცხალი.მაინც მჯერა ჩემი უკვდავება.
მე პოეზიამ მაგრძნობინა,რომ სადღაც შორს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე,სადაც დაფრინავს ჩემი მწუხარე სული.
ჩარჩენილი ვარ ბავშვივით ამ ცოდვილ ქვეყანაზე და არ ვიცი,როგორ ამოვიდე იმ ტალახიდან,რომელსაც ეწოდება მიწა.
არა სიცოცხლე.
არა სიკვდილი.
არამედ რაღაც სხვა…
ვმბობ: არ არიან სიტყვები გრძნობისათვის. გარეთ ისევ ქარიშხალია, წვიმის წვეთები ისევ ეცემიან მინას და ისევ სიშორეზე ტირის როიალი
This post has been edited by Luchia on 1 Mar 2011, 22:32
არაფერია გასაკვირი...
სულსულსულ არაფერი..