ჰმ, მე ცოტა სხვა პრობლემა მაქვს
მგონია ფობიაა თუ რა არ ვიცი, აბა ექსპერტებო გააკეთეთ რამე კომენტარი:
მქონდა მხოლოდ ორი სერიოზული ურთიერთობა (თუმცა ათას ადამიანთან მქონია ურთიერთობა), ორივე მე დავასრულე, თუმცა ორივე ადამიანთან ძალიან კარგად ვარ (აი ვითომ მეგობრობა-დღემდე ფლირტი და კეთილგანწყობა და რამე)
ორივესთან საკმაოდ კაი ხანი ვიყავი
ჰოდა ეხლა როგორ ვარ: მჯერა მეგობრობის, მიზიდულობის, ფლირტის, მიჩვევის, გართობის და კარგი ურთიერთობის; აღარ მჯერა რაღაც სუნთქვის შემკვრელი სიყვარულის და შექსპირების; არ მჯერა რომ არსებობს ისეთი ურთიერთობა რომელიც მაიძულებს ერთ ადამიანს შევფიცო სამარადისო ერთგულება და ა.შ; თითქოს პრობლემა მაქვს და მგონია და მეშინია რომ ოდესღაც ურთიერთობა დასრულდება, ამიტომ მე მას ყველაზე კარგ პერიოდში ვყინავ და უკან გამოვდივარ ყველანაირი ჩხუბის და ცრემლების გარეშე, რთულია რა თქმა უნდა, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია;
რომ ვუყურებ ცოლ-ქმარს და ბევრ წყვილს რომლებიც ჰაი ჰუი, აი არ შემიძლია რა, აღარ მჯერა მსგავსი რაღაცეების... ეგ რაც აქვთ მიმაჩნია შეჩვევის-სტანდარტების-ჩარჩოების-რომდაბერდებიწყალირომმოგაწოდოს-შიშის შედეგი
მე პირდაპირი მნიშვნელობით არ მაწყობს/მაკმაყოფილებს ის რასაც მთავაზობს დღევანდელი შეყვარებულობა/ცოლ-ქმრობა და ა.შ..
როდესაც მესმის სიტყვა სიყვარული, Yeah Yeah, whatever

სანტა კლაუსივით არის რა

wtf is that hah?
This post has been edited by Mrs_Woland on 30 May 2011, 22:10