მე მაქვს
ვერ მივხვდი ზუსტად რაზე იყო საუბარი, მაგრამ ჩემზე დავწერ:
აი მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცი ყველა ჩემი რესურსი და იმასაც კარგად ვაცნობიერებ, რომ ამ რესურსებით ბევრად მეტის მიღწევა შემიძლია,ვიდრე ახლა მაქვს, საქმე საქმეზე რომ მიდგება, მაინც ყოველთვის მგონია, რომ არაფერი გამომივა და ამ განწყობის გამო ხშირად არც ვცდილობ არაფრის გაკეთებას.
თუნდაც პირად ცხოვრებაში, ურთიერთობას ყოველთვის წინასწარი განწყობით ვიწყებ: რომ ყველაფერი დროებითია და არაფერი გამოვა.. ჰოდა ეს განწყობა ურთიერთობაზეც აისახება რა თქმა უნდა და ხშირად მართლდება კიდეც.
და მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერს კარგად ვხვდები, თავს მაინც ვერაფერს ვუხერხებ
ისევ..თავიდან..
თხრობითი წინადადების ბოლოს დაისმის წერტილი.