რამდენ ადამიანს ჰქონია ეს პრობლემა, ფსიქოლოგი ვინაა, შემოვიდეს რა

მეც ეგრე ვარ.... საერთოდ ვერ გამოვხატავ, ნერვიულობასაც კი ვერ გამოვხატავ, არა თუ ტირილს.... მარტო რომ ვარ მაშინაც კი მიჭირს ტირილი... სამაგიეროდ საშინლად მტკივდება ასეთ მმენტებში თავი და შეგრძნებები მაქვს საოცარი... რა ხდება შიგნით, გულში კაცმა არ იცის...

ვერც ჩემს პრობლემაზე ვსაუბრობ საუკეთესო დაქალთანაც კი.. მათ პრობლემებს ვისმენ, მიმაქვს გულთან ახლოს, ტირიან ჩემთან და მოკლედ იცლებიან ბოლომდე (სხვათა შორის ბევრი იხსნება ცემთან ძალიან ადვილად), მაგრამ მე იგივეს ვერ ვაკეთებ.. უბრალოდ საუბარს რომ ვიწყებ, მგონია რომ რაღაც ძაან უაზრობაა და მირჩევნია გავჩუმდე... არადა ამდენი დაგროვილი ემოციებისგან თავი 100 კილო მგონია