არც სექსი მახარებს არც ადამიანებთან ურთIერთOბა მეგობრები ისედაც არ მყავს საერთოდ არც არაფერი არ მახარებს რაც დედამიწაზე არსებობს.... ვერაფეით რითაც სხვები ერთობიან მე ვერ ვერთობი....
სულ მინდა მარტო ვიყო ჩემთვის ოთახში და მთელი დღე ვიგორაო
შემიძლია თვეობით სახლიდან არ გავიდე და არ მქონდეს განცდა რო რამე განსაკუთრებული ხდება..
სახლიდან კი არა ოთახიდან არ გავდივარ ხოლმე ტვალეტიც რამის ოთახში მოვიწყო
ასე სახლშიც მწოლიარე ცუდად ვარ არ იფიქროთ კარგად ვიყო
მარა როგორც კი გარეთ გავდივარ და ამიანებთან მაქ ურთიერთOბა უარესად ვხდები.
და ისევ ოთახში განდეგილად მირჩევნია ყოფნა...
მოკლედ სულ გავრეკე მგონი

თუ რა მჭირს არ ვიცი
წლები გადის და მე სულ ასე ვარ უკვე მერამდენე წელია.....
დღეები გასულა რამოდენიმე ისე რო არც ერთი სიტყვა არ მითქვამს ხმამაღლა
აქაც რატო ვწერ არ ვიცი
პროსტა რავი შემომეწერა თუ როგორც ქვია

მოკლედ იმის თქმა მინდა რო
პრინციბში არაფერის თქმაც არ მინდა
დაიკიდეთ რა ნუ მომაქცევთ ყურადღებას
მოკლედ სრულ არარაობად ვიქეცი და არარაობაშივე ვკლავ დროს
ალბათ არც არაფერი ეშველება ამ ჩემ სევდიან ბუნებას
რაცაა ესაა წავალ გავქრები როგორც სანთელი ერთ დღესაც....
რაღაცნაირად ვერ ვერგები თანამედროვე სამყაროს არ ვარ ამ გაქანების ადამიანი რომ დღევანდელ რეალობაში ცხოვრება შევძლო ... უნდა გადავიკარგო სადმე უცხო ქვეყანაში მარტო და რომელიმე ღარიბ სოფელში გავლიო დარჩენილი ცხოვრება...
ყველას წარმატებებს გისურვებთ თქვენს გზაზე.. გისურვებთ რომ დედამიწაზევე მოახერხოთ და იპოვოთ ბედნიერება

This post has been edited by Waiting-for-Godot on 31 Aug 2016, 05:27