ცხოვრებაში ორჯერ მქონდა დეპრესია, კონკრეტული მიზეზების გამო, თინეიჯერობაში და მოზარდობაში, ოღონდ
ამას ვერ გავცდი, ამის იქეთ აღარ ვიცი რა ხდება.

თუმცა, თვითონ იმ დროსაც, თავს ვეუბნებოდი კარგად ვართქო და თითქოს ვაკონტროლებდი სიტუაციას, სინამდვილეში ვერაფერიც.
ტყუილად დავიღალე თავი არასწორი "მუშაობით"
ამ დროს უნდა მოდუნდე და ჩაეშვა, დაისვენო ადამიანმა.
როგორც თქმულა, დეპრესია ნიშნავს, რომ შენ დიდ ხანს ცდილობდი ყოფილიყავი ძლიერიო.
მართლა ასეა.
მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანია სწორად გამოსვლა აქედან, გამოსვლა ისე, რომ არ დაგრჩეს რამე მოსახარში, მოსახუფი ან გამოსაშვები.
ყველა ემოცია, განცდა, აზრი უნდა მოხარშო და მოინელო.
პირველად, მსუბუქ ფორმაში მქონდა, რადგან სუფთა ფსიქიკაზე მოვიდა დარტყმა. მეც პატარა ვიყავი და ამდენს ვერ ვხვდებოდი,
შესასბამისად რაის მოხარშვა და დაკონსერვება, არასწორად გამოვედი და ამან დისჰარმონია შექმნა ჩემში.
მეორედ, წლების შემდეგ, დისჰარმონიის ფონზე და დამამძიმებელი გარემოებების დამსახურებით, ყველა სიმპტომი სახეზე მქონდა,
თანაც გროტესკულად.
ნუ მოკლედ, ეს გავდა საკუთარი თავის ჯოჯხეთში მოგზაურობას.

თუმცა ამან მღვიძარება მომიტანა, გამაძლიერა და ახლა კმაყოფილი ვარ.
უბრალოდ, ნებისმიერი გადატანილი სტრესის შემდეგ, საჭიროა სწორი, შესაბამისი მოქმედება რომ განიმუხტოს სისტემა და
დაიმუხტო ახალი და ჯანმრთელი კოდებით.
ფსიქო-თერაპია კი მოუფიქრო შენს ფსიქოს შესაბამის ფორმატში, უნდა დაკავდე აქტიური და სასიამოვნო განტვირთვა-ჩატვირთვებით.
ეს მეტად მნიშვნელოვანია, უნდა გაიშალო მაქსიმალურად.
პ.ს.
იმედია ძალიან უხეში არ ვიქნები ამ თემაში თუ ვიტყვი, რომ არ მიყვარს მოწუწუნე-მოდეპრესიე ხალხი.
აი, რომ მოსწონთ იმაზე ლაპარაკი, თუ როგორ მაგარ დეპრესიაში არიან და ამ პოზაში შეშდებიან.
არც ისეთები, რამე უსიამოვნება რომ შეხვდებათ ყოველდღიურ ცხვორებაში და ამაზე მოთქვამენ, თან გაიძახიან რომ დეპრესია აქვთ.
უარყოფით ენერგიას ხომ იხვევენ თავს და შენც გახვევენ, არ მიყვარს და მეზარება ხოლმე მათი მოსმენა. =))
* * *
პ.პ.ს მთავარი დამავიწყდა - ოღონდ ჭეშმარიტი დეპრესიის მქონეებისთვის და არა წუწუნის მოყვარულებისთვის,
ადამიანს აქვს რეგენერაციის გასაოცარი უნარი, ის მუდმივად ხდება ჩვენში და ნებისმიერი სირთულის დაზიანებისას უნდა გაიხსენო,
შენ შეგიძლია განახლდე და თავიდან დაიბადო. (ნუ ამის სურვილი უნდა გქონდეს)
This post has been edited by Estrella on 19 Oct 2016, 19:21