არ არი ეგრე და იძახე ახლა

ავად როა ადამიანი, მის ნებაზეა დამოკიდებული კარგად გახდომა?
დეპრესია ჩვეულებრივი კლინიკური ავადმყოფობაა, რომლისგან განკურნება ადამიანის ნებაზე არაა დამოკიდებული
დაფიქრდი ახლა რას ამბობ. ეგრე რომ იყოს, ამდენი დეპრესიით დაავადებული ადამიანი ეყოლებოდა ამ სამყაროს?
დეპრესიული იდენტობის უკუგდება მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი - როცა ადამიანს ჯანსაღი ფსიქიკა აქვს და შეუძლია იმის იდენტიფიცირება, თუ როდის და როგორ შემოდის მასში დეპრესია. თუმცა, ადამიანს, რომელსაც არ აქვს დეპრესიის გამოცდილება, ამ მომენტის იდენტიფიცირებას ვერ აკეთებს. ასე ავადდება ადამიანი.
აი დეპრესიიდან განკურნებულ ადამიანს კი უკვე შეუძლია იდენტიფიცირება და დიდწილად მისი უკუგდებაც. ასე ვთქვათ იმუნიტეტი აქვს უკვე.
elodinტირილი მაგარი რამეა. დიდი ხანია დეპრესია თუ რაღაც ჯანდაბა მქონდა. ემოციებიც მეძალებოდა ხოლმე მაგრამ ვიკავებდი, კაცი ვარ (ასე გამზარდეს). ჰოდა ერთხელაც ძალიან რომ გავიჭედე, ვეღარ შევაკავე ემოციები და გამოვიდა გარეთ ტირილის მეშვეობით. და თავი უკეთ ვიგრძენი.
მერე პერიოდულად ვტიროდი ხოლმე, ემოციების მორიგი მოძალებისას. შემდეგ დავამუღამე ტირილის გარეშე ემოციების გადახარშვა და განიავება - ზოგჯერ წერით, ზოგჯერ საუბრით, ზოგჯერ უბრალოდ ჩემი ემოციებისთვის სახელის დარქმევით - ხმამაღლა, თუნდაც საკუთარ თავთან გამოხატვით.
ასე ნელნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ დალაგდა ყველაფერი თავის ადგილზე.
მე მგონია, რომ ტირილი ადამიანების ინსტინქტია, რომელიც ბავშვობაში, ანუ იმ დროს, როცა ჯერ საუბარი არ იცი ან ლაპარაკით გამოხატვა არ იცი, ემსახურება ემოციებისგან დაცლას და განიავებას.
ადამიანის ზრდასთან ერთად, ფსიქიკაც რთულდება და ემოციების გამოხატვის მეთოდებიც, წესით, უნდა დაიხვეწოს. ადამიანი ხდება სოციუმის წევრი, სხვადასხვა აქტივობებითაა დაკავებული, ჰყავს მეგობრები და მოკლედ, ემოციები ასე სხვადასხვა გზით გამოდის გარეთ.
თუ ადამიანს მსგავსი სოციალური ცხოვრება და თავისი ადგილი ცხოვრებაში არ აქვს - რჩება ემოციების გამოხატვის ძირეული მეთოდი - ტირილი.
ჰოდა თუ გეტირებათ, იტირეთ. ეს აუცილებელია. არ შეიკავოთ ემოციები.