რამდენიმე თვეა დეპრესია მირეკავს და არ ვპასუხობ ცოცხალი თავით, მეთქი წავა თავს დამანებეს.. დღეს კარგი ხასიათი მყავდა სტუმრად, დიდი ხანია აღარ შემოუვლია.. მეთქი სად დაიკარგე, ავღნიშნოთ შენი სტუმრობა, ხო დალევთქო? ხოდა ის ის იყო მუსიკა ჩავრთე, მე ჩემს ვამბობ ის თავისას, იქეთური აქეთური.. და კარზე ზარია.. გავაღე და დეპრესია არ მომადგა უზარმაზარი ჩემოდნით??? სითავხედე გესმით??? შემოვიდა, მოკალათდა, სიგარეტს გაუკიდა და ჩემს ძვირფას სტუმარს სახეში უტიფრად შეაბოლა.. კეთილშობილმა კარგმა ხასიათმა ღადაობაში გაუტარა და დალევო? მეგობრულად შესთავაზა. დეპრესიამ იასნა შეჩემაო წამოავლო ბოთლს ხელი და მოიყუდა.. გავბრაზდი და რა გავბრაზდი.. რომ წამოვუხტი გაცეცხლებული თავზე გადავამტვრიე ბოთლი. თავზარდაცემულმა კარგმა ხასიათმა გვიყურა ერთხანს მერე ადგა და კარი ისე გაიჯახუნა ლამის ჭერი ჩამოგვენგრა თავზე. კი გავძახე მოიცა სად გეჩქარება მეგობარო თქო მაგრამ უკვე თავქუდმოგლეჯილი გარბოდა. დავრჩით მე და დეპრესია მარტო.. პირისპირ.. გაგვიარა გაცოფებამ და არყის დამტვრეულ ბოთლს სინანულით დავხედეთ. ცრემლები მოგვადგა ისეთი ტრაგიკული იყო სურათი.. მარტოსული, ცარიელი, გატეხილი ბოთლი.. ერთიანად ამოთხვრილი სპირტის გუბეში.. უცებ!! ერთი წუთით, ერთი წუთითო, ცერემონიულად წამოდგა დეპრესია, გახსა თავის უზარმაზარი ჩემოდანი დადააამ დაიძახა და მაგიდაზე გააჩინა ნაირნაირი ალკოჰოლური სასმელები, სულო და გულო..სვი რამდენიც გინდა და დაიხრჩე.. ვიფიქრე არც ისეთი ცუდი ტიპია ეს დეპრესია, თავისებურია ეტყობა ბავშვობაში ტრამვა მიიღო და იქნებ დავუმუღამო თქო..
დავიწყეთ დალევა, მოვყევით ამბები, გავიხსენეთ წარსული. იყო ცრემლები, იყო სიხარული, იყო სევდა

მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო მშვენივრად შევედი კონტაქტში... ❤
ეს მივუძღვენი მაშინ დეპრესიას როცა მესტუმრა ერთხელ, ჯერ სულმთლად ახალგაზრდა იყო და იმის მერე ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ არ ვიცი