don_achooდონატო ფილმებზედ ვიტყვი ორიოდ სიტყვას

მაშ ასე

)
საერთოდ მაგარი აბსურდული, დაულაგებელი, დაუსრულებელი, დაუწყობელი და გასაშალაშინებელი
ფილმებია ორივე. ნუ ორივე თითქმის ერთი და იგივე სცენარია, მცირე განსხვავებებით. სცენარიც რაა . . .
ვიღაცის მოთხრობის მიხედვითადაა, მაგრამ ხომ შეეძლოთ ნორმალურად გადაეკეთებიანთ. არადა იდეა,
როგორც იდეა კარგია, მაგრამ წყობა და თანმიმდევრულობა აკლია, სად მთავრდება, სად იწყება ვერ გაიგებ.
გერმანულ ვარიანტში მთავარი ნადზორი მკაცრი და შეუვალია ტიპია, მაგრამ აშკარად ვერ თამაშობს
სათანადოდ, აკლია რაღაც, მხოლოდ თვალები აქვს მკაცრი. ამერიკულში კი ფორესტ ვიტეკერი დამცინავი,
ირონიული, ტიპის ზდამხედველია, რომელიც უფრო მოუხდა ფილმის სიუჟეტს. ეს კაცი მთელი ცხოვრება
დედასთან ცხოვრობდა და მისი ვერ ვიტყვით გავლენის ქვეშ იყოვო, მაგრამ სხვაგან გზა არ ჰქონდა - დედა,
დედა, დედა . . . . და მიეცა თუ არა შანსი მასში გაიღვიძა ამ თვისებებმა. სუნიანი ზედამხედველი ვარიანტი
კარგად ჩაჯდა გერმანულ ვერსიაში, რაც ალბათ ერთადერთი დადებითი ნათელი წერტილი იყო ფილმში.
გაუგებარი დარჩა მაყურებლისთვის მთავარი გმირების მინი კამერებში ჩასმა და იქ საშინელი კადრების
ჩვენება მათთვის, საინტერესო იქნებოდა ამაზე ექსპერიმენტის ხელმძღვანელების აზრი, მაგრამ ესეც
ზედმეტ კარდა აღვიქვი - გვაჩვენეს და ბასტა.
პატიმრებში ლიდერის ფუნქციის აღება არ არის კარგად დაჭერილი - პირველ ვარიანტში ლიდერი ხდება არა
იმიტომ, რომ ბუნებით ლიდერია, არამედ იმიტომ, რომ სკანდალური სიუჟეტი უნდოდა და სათვალე შეიტანა
ამის გადასაღებად - ეს კიდევ ერთი აბსურდი. მეორე ვარიანტში კი თითქოს მისით, მისდა უნებურად მოხდა,
თამაშ-თამაშში. ანუ არ ჩანს აქ , რომ რომელიმე ბუნებით ლიდერი იყო.
აქვე დავამატებ ბროუდიზე - ეს კაცი არი გენიოსი ! ! !
როლებს დავწერ და შედარება და გარდაქმნა ამ მსახიობის გასაოცარია

პიანისტი - კინგ-კონგი - პრედატორი